მაიამი ჰიტის ლეგენდამ, დუეინ უეიდმა ლებრონი-ჯორდანის დებატები თავისთვის დაამთავრა და ისტორიაში საუკეთესო კალათბურთელი დაასახელა.
ახალი ამბავი არაა და ყველამ ვიცით რომ უეიდი და ლებრონი დიდი ხნის მეგობრები არიან. NBA-ში ცნობილია რომ ლებრონს, უეიდს, კარმელო ენტონის და კრის პოლს მეგობრულად Banana Boat Team-ს უწოდებენ.
თუმცა ამ ყველაფერმა დუეინ უეიდს ხელი ვერ შეუშალა და თამამად თქვა რომ მისთვის საუკეთესო ჯორდანია და არა ლებრონი.
უეიდი:
“ლებრონი ჩემი ბავშვობის მეგობარია და დიდ პატივს ვცემ. მას ფენომენალური კარიერა აქვს. ჯეიმსი ლიგაში საოცრებებს აკეთებდა, აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს.
თუ ის კარიერას ისე დაასრულებს რომ ლიგის ისტორიაში საუკეთესო მექულე იყოს, ტოპ 5-ში შევიდეს ასისტებსა და მოხსნებში 4, 5 ან 6 ბეჭდით, მაშინ აუცილებლად უნდა დავიწყოთ დებატები თუ ვინაა კალათბურთის ისტორიაში საუკეთესო.
მე ჯორდანის ერადან ვარ და სუბიექტურად ვიტყვი რომ ჩემთვის საუკეთესო მაიკლია. ლებრონ ჯეიმსი სხვა თაობებისთვის აუცილებლად საუკეთესო იქნება, მაგრამ მე სწორედ ჯორდანის გამოს დავიწყე კალათბურთის თამაში”.
დუეინ უეიდმა და ლებრონ ჯეიმსმა ერთად 4 სეზონი ითამაშეს. ოთხივეჯერ ფინალში გავიდნენ და ორჯერ გახდნენ ჩემპიონები.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ