Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

4.21 კოეფიციენტი ორშაბათის მატჩებზე

4.21 კოეფიციენტი ორშაბათის მატჩებზე

დღესაც საკმაოდ საინტერესო თამაშებია. გვაქვს პრემიერ ლიგა, ლა ლიგა, ნიდერლანდების ქვედა დივიზონი და სხვა მატჩები.

 

დავიწყოთ ჩვენი ბილეთი და წავიდეთ ლივერპულში, სადაც ევერტონი კრისტალ პალასს უმასპინძლებს.

 

კარლო ანჩელოტის გუნდს ძალიან მაგარი შანსი აქვს რომ ამ დრამატულ სეზონში ოთხეულში მოხვდეს. ამისთვის ევერტონმა დღეს აუცილებლად უნდა მოუგოს უმოტივაციო კრისტალ პალასს.

 

როი ჰოჯსონის გუნდი 37 ქულით მე-12 ადგილზეა და არც გავარდნა ემუქრება და არც ევროსაგზური. კრისტალ პალასი დიდად არაფრისთვის იბრძვის.

 

ევერტონმა დღეს თუ გაიმარჯვა გაუხდება 49 ქულა და გაუთანაბრდება ვესტ ჰემს, ტოტენჰემს და ლივერპულს, თუმცა უკანასკნელ ორ კლუბზე ერთით ნაკლები მატჩი ექნება ჩატარებული.

 

ევერტონს სხვებთან შედარებით ძალიან ხელსაყრელი კალენდარი აქვს. ანჩელოტის გუნდს სათამაშო დარჩა ასტონ ვილასთან ორჯერ, ბრაიტონთან, ტოტენჰემთან, არსენალთან, ვესტ ჰემთან, შეფილდთან, ვულვზთან და ბოლო ტურში უმოტივაციო მანჩესტერ სიტისთან. 

 

ამ ყველაფრით გვინდა ვთქვათ ის, რომ ევერტონს დღეს აუცილებლად მოგება სჭირდება, რასაც მაღალი კოეფიციენტი აქვს. ჩვენც არ ვრისკავთ და ვიღებთ ევერტონის ერთი ტაიმის მოგებას.

 

ევერტონი - კრისტალ პალასი

 

პირველი გუნდი მოიგებს ერთ ტაიმს - კი (1.46)


 

დავრჩეთ ინგლისში. მეორე პოზიცია ვულვზი-ვესტ ჰემიდან გვაქვს. აქაც დაახლოებით იგივე სიტუაციაა, რაც ევერტონი-კრისტალ პალასში.

 

ვულვზი არ ვარდება და ვერ იბრძვის ევროსაგზურისთვის, ვესტ ჰემი კი პირიქით, ჩემპიონთა ლიგის ზონის რეალური კანდიდატია. 

 

დევიდ მოიესი ყველაფერს იზამს იმისთვის რომ მისი კარიერა წარმატებისკენ შემოტრიალდეს. მანჩესტერ იუნაიტედში მოიესმა სახელი მოისპო. 

 

ახლა კი წარმოიდგინეთ ასეთ დაძაბულ სიტუაციაში, სადაც ჩემპიონთა ლიგისთვის იბრძვის მანჩესტერი, ლესტერი, ჩელსი, ტოტენჰემი, ლივერპული და ევერტონი, მისი ვესტ ჰემი რომ მოხვდეს ოთხეულში, ეს იქნება სასწაული.

 

თან მოიესის გუნდს კალენდარიც უწყობს ხელს. დარჩენილ მატჩებში მათი მეტოქეები არიან: ლესტერი, ნიუკასლი, ჩელსი, ბარნლი, ევერტონი, ბრაიტონი, ვესტ ბრომვიჩი და საუთჰემპტონი. ნაღდად შანსია.

 

დღეს ერთი გოლი მაინც უნდა გაიტანოს ვესტ ჰემმა და ყველამ კარგად ვიცით თუ რას წარმოადგენს ვულვზი საკუთარ კედლებში, ნებისმიერ მეტოქესთან გოლზე მიდის. 

 

ვულვზი - ვესტ ჰემი

 

გოლების რაოდენობა 1.5 - მეტი (1.45)


 

ბოლო ორი პოზიცია ნიდერლანდების ქვედა ლიგიდან, ერსტე დივიზიონიდან გვაქვს. ახალგაზრდული ალკმაარი დენ ბოსხს უმასპინძლებს, ჰელმონდი კი - ახალგაზრდულ აიაქსს.

 

ორივე მატჩში ბანალურად მეტ გოლს ვფიქრობთ, რადგან ოთხივე მეტისტი გუნდია. 

 

  • ალკმაარი-დენ ბოსხის მატჩებში 24 გოლია გასული, საშუალოდ ზუსტად 3. 
  • ამ სეზონში, ალკმაარის 31 მატჩში საშუალოდ 4 გოლი გადის.
  • ამ სეზონში, დენ ბოსხის 31 მატჩში საშუალოოდ 3.5 გოლიდ გადის.
  • ჰელმონდი-აიაქსის 16 ურთიერთდაპირისპირებაში 54 გოლია გასული,  საშუალოდ 3,37.
  • ამ სეზონში, აიაქსის 31 მატჩში საშუალოდ 3.6 გოლი გადის.
  • ამ სეზონში, ჰელმონდის 31 მატჩში საშუალოდ 3.1 გოლი გადის.

 

ალკმაარი - დენ ბოსხი

 

გოლების რაოდენობა 2.5 - მეტი (1.41)


 

ჰელმოდნი - აიაქსი 

 

გოლების რაოდენობა 2.5 - მეტი (1.41)


 

დღეისთვის სულ ეს იყო. იმედია წყნარად დაჯდება ბილეთი, გისურვებთ წარმატებებს! 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ