2 დღის წინ სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ლას ვეგასის სტრიპ კლუბის ერთ-ერთი მოცეკვავის ინსტაგრამ სთორი, სადაც მოცეკვავე გოგონა ამბობდა რომ ცნობილმა მომღერალმა Usher-მა გართობის შემდეგ მას ყალბი ფული დაუტოვა.
კი, მართალია, პოპსტარმა სტრიპერს დაუტოვა ყალბი კუპიურა, მაგრამ სხვა მიზეზით.
რამდენიმე კვირის წინ Usher-ი ლას ვეგასის Ceasars Palace-ის რეზიდენტი გახდა და რეკლამის მიზნით დაამზადებინა 100 დოლარიანები, სადაც მისი სახეა გამოსახული.
მოცეკვავე გოგონამ ინსტაგრამ პოსტს ის აღარ დაუმატა, რომ პოპულარულმა მომღერალმა პირადად მას 1,000 დოლარზე მეტი აჩუქა და კლუბის მთელ ადმინისტრაციასაც დაუტოვა ნაღდი ფული.
როდესაც ეს ფაქტი გახმაურდა, კლუბის მენეჯერი, გრეგ უილსონი სახალხოდ გამოვიდა და თქვა რომ Usher-ი ნამდვილი ჯენტლმენი, სასურველი სტუმარია, მომღერალმა არა მხოლოდ პირად მოცეკვავეს, ყველას აჩუქა ათასობით დოლარი.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ