Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

კრუპიე მოთამაშეებს და კომპანიას რასიზმში ადანაშაულებს

კრუპიე მოთამაშეებს და კომპანიას რასიზმში ადანაშაულებს

კაზინო ასპინალი ლონდონის ცენტრში, ჰაიდ პარკის გვერდით მდებარეობს და ბუკინგემის სასახლესთან დაშორება სულ რაღაც 3 პარალელური ქუჩაა. 

 

კომპანიის კრუპიე, 41 წლის სემარ ტესფაგიორგისი რასიზმში ადანაშაულებს როგორც მოთამაშეებს, ასევე ასპინალის ადმინისტრაციას. საქმე იმაშია, რომ 2021 წელს, შუა ლონდონშიც გაიგებთ და შეესწრებით დისკრიმინაციულ შევიწროვებებს. 

 

წარმოშობით ერიტრიელი გოგონა კაზინო ასპინალში 2007 წლიდან 2020 წლამდე მუშაობდა და არაერთხელ მიუმართავს ადმინისტრაციისთვის. სემარი იხსენებს რომ პირველივე სამუშაო დღეს მოთამაშემ მას უწოდა სიტყვა, რომელიც ნ ასოზე იწყება, თუმცა კომპანიამ რასისტს გააგრძელებინა თამაში და შავ სიაში არ მოახვედრა. 

 

დაჩაგრული გოგონა The Guardian-თან ამბობს, რომ ფერადკანიან თანამშრომლებს ხშირად უწოდებდნენ გორილებს და სულელ შავ გოგონებს. მოთამაშეები მათ დანახვაზე უმალ სხვა დილერს ითხოვდნენ, ძნელი მისახვედრი არაა, რომ თეთრკანიანებს.

 

მსგავს ფაქტებს ყოველთვის ატყობინებდნენ დაჩაგრულები ადმინისტრაციას, მაგრამ უშედეგოდ.

 

“მხოლოდ რასიზმზე არ მინდა საუბარი. ერთხელ, 2015 წელს ორ დღიანი შვებულება მოვითხოვე, რაზეც უარი მივიღე. ზუსტად იმავე დღეს თეთრმა მამაკაცმა კოლეგამ დაწერა შვებულება და მაშინვე დაასვენეს” - ამბობს სემარ ტესფაგიორგისი

 

ტესფაგიორგისის ადვოკატი, შაზია ხანი The Times-თან ინტერვიუში ამბობს, რომ მისი კლიენტი მენტალურ დახმარებასაც საჭიროებს. 13 წელი ასეთ ვითარებაში მუშაობა ადამიანს ავად ხდის.

 

ასპინალის განცხადება:

 

“მოთამაშე, რომელმაც 2007 და 2009 წლებში სემარ ტესფაგიორგის შეურაცხყოფა მიაყენა სამუდამოდ დაიბლოკა 2009 წელს”.

 

ჯერჯერობით მიმდინარეობს გამოძიება და იმედია მალე გავიგებთ საბოლოო პასუხს.

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ