Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

აფრიკელმა ჩაწყობილ მატჩში ორი ავტოგოლი განზრახ გაიტანა (ვიდეო)

აფრიკელმა ჩაწყობილ მატჩში ორი ავტოგოლი განზრახ გაიტანა (ვიდეო)

აფრიკაში, განის შიდა ჩემპიონატში ძალიან უცნაური და სახალისო ფაქტი დაფიქსირდა. აშგოლდმა ინტერ ალიესი 7-0 დაამარცხა. ბოლო ორი გოლი სტუმართა გუნდის მცველმა, ჰაშმინ მუსამ საკუთარ კარში განზრახ გაიტანა.

 

მოგვიანებით გაირკვა, რომ სტუმართა გუნდს, ინტერ ალიესს ჩაწყობილი მატჩი ზუსტი ანგარიშით 5-1 უნდა წაეგო. 

 

80 წუთამდე ტაბლოზე 5-0 ეწერა, რა დროსაც შეცვლაზე სწორედ ჰაშმინ მუსა შემოვიდა. ვიდეოში ნახავთ კიდეც თუ როგორი ავტოგოლები გააქვს. თავისი საქციელი მან ახსნა ასე, რომ ვერ იტანს ჩაწყობილ მატჩებს და შეეცდება არასდროს მოაგებინოს იმ ხალხს ეს ფული, ვინც ამას აკეთებს და ასე იქცევა. 

 

ჰაშმინ მუსა: “თუ მწვრთვნელი შეცვლაზე შემიყვანდა ფსონის ავტორებს საქმეს ჩავუშლიდი. სასტუმროში ყოფნისას გავიგე, რომ ჩემს გუნდს 1-5 უნდა წაეგო. მატჩების ჩაწყობას ვგმობ და ასე ამიტომ მოვიქეცი”

 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ერთ-ერთი სპორტული ჟურნალი ამბობს, რომ ინტერ ალიესის მცველმა, მუსამ თავად ვერ მოასწრო ჩაწყობილ მატჩზე დადება და ამიტომ გაიტანა გაბრაზებულმა ორი ავტოგოლი. 

 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ