Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

გინესის რეკორდი - რაგბის მატჩი 33 საათი გაგრძელდა

გინესის რეკორდი - რაგბის მატჩი 33 საათი გაგრძელდა

ინგლისის რაგბის კლუბის ყოფილი წევრები დენ მილერისთვის გაერთიანდნენ, რომელიც 2020 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა და პატივისცემის გამოსახატად 33 საათიანი მატჩი ჩაატარეს, რაც გინესის რეკორდია.

 

კლუბ ჰოილეიკის 28 ყოფილმა წევრმა, რომელთა ასაკი 39 წლიდან 58 წლამდე მერყეობს, მინი რაგბის მატჩი გამართეს. შეხვედრა სიმბოლურად 33 საათი 33 წუთი და 33 წამი მიმდინარეობდა. ამ დროით მათ გააუმჯობესეს კილის უნივერსიტეტის შედეგი, რომელიც 30 საათი გახლდათ. 

 

რაგბისტი დენ მილერი 43 წლის ასაკში გულის შეტევით მოულოდნელად გარდაიცვალა. ჩვენ გვსურს, მის ოჯახს ვანახოთ თუ რამდენს ნიშნავდა დენი ჩვენთვის” - დენ მილერის მეგობარი ტრევორ ბოლტი გინესთან ინტერვიუში

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ