Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

როგორ იჩხუბეს ტაისონმა და ჯორდანმა ერთი ქალის გამო

როგორ იჩხუბეს ტაისონმა და ჯორდანმა ერთი ქალის გამო

აუცილებლად უყურეთ ESPN-ის და Netlfix-ის ერთობლივ პროექტს, The Last Dance-ს, რომელიც კალათბურთის ცოცხალ ლეგენდაზე, მაიკლ ჯორდანის ცხოვრებაზე მოგვითხრობს.

 

ერთ ეპიზოდში მოკლედაა აღწერილი თუ როგორ იჩხუბეს მაიკლ ჯორდანმა და მაიკ ტაისონმა ერთი ქალის გამო.

 

ტაისონის ყოფილი ცოლი რობინ გივენსი ადრე მაიკლ ჯორდანსაც ხვდებოდა. ამიტომაც გაღიზიანდა რკინის მაიკი, როდესაც 1988 წელს, Bears-ის მცველის, რიჩარდ დენტის 28-ე დაბადების დღეზე მაიკლ ჯორდანიც შენიშნა ერთ-ერთ მაგიდასთან.

 

ტაისონი ბართან იჯდა და თავის საყვარელ ლონგ აილენდს მიირთმევდა. მისი აგენტი, რორი ჰოლოვეი იხსენებს, რომ ტაისონს თვალებზე შეატყო, რაც ჰქონდა ჩაფიქრებული და ბარმენს სთხოვა, კოქტეილში ალჰოკოლი დიდი დოზით აღარ ჩაესხა მაიკისთვის. ჰოლოვეიმ უკვე იცოდა, რომ ტაისონი მივიდოდა ჯორდანთან და ჩხუბს ატეხავდა.

 

რამდენიმე ჭიქის შემდეგ ტაისონი ადგა სკამიდან, მივიდა ჯორდანთან და პირდაპირ მიახალა, რომ იცოდა მის ყოფილ ცოლთან რაც ჰქონდა. (სჯობს ინგლისურად დავწერო: Hey man, you think I’m stupid? I know you f**ked with my b*tch” - მთვრალი ტაისონი ჯორდანს).

 

ირგვლივ მყოფებმა შეატყეს მაიკლ ჯორდანს ოდნავ შეცბუნება. როგორ არ უნდა გაშრე, როდესაც მთვრალი ტაისონი ცემით გემუქრება?! თუმცა, კალათბურთის მეფემ უმალვე უპასუხა, რომ როდესაც მის ყოფილ ცოლთან, რობინ გივენსთან ჰქონდა კავშირი, მაშინ ტაისონი უკვე კაი ხნის დაშორებული იყო მასთან.

 

ნასვამ მაიკს არ მოეწონა მოკლე და სწორი პასუხი. შემდეგ შეუტრიალდა მაიკ დიტკას და რიჩარდ დენტს, ამერიკელ ფეხბურთელებს. დიტკას რასიზმში ადანაშაულებდა და იუბილარ დენტს აგდებით ეუბნებოდა, თუ როგორ უთმენდა დიტკას რასისტულ ხუმრობებს, თუმცა ვერც ისინი გამოიწვია საჩხუბრად. 

 

მთელი საღამო ყველა სტუმარი მთვრალ ტაისონს ერიდობდა, არავინ შედიოდა კონტაქტში, რკინის მაიკი კი ცდილობდა, როგორმე ჯორდანს რაიმე გადაბრუნებული ეთქვა, რომ აეტეხა ჩხუბი, თუმცა კალათბურთის მეფე წყნარად და გაწონასწორებულად იჯდა მთელი საღამო და ტაისონისთვის საბაბი არ მიუცია.

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ