მოგეხსენებათ, რომ ჰოლივუდის ორი ვარსკვლავი, ბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი შერიგდნენ და კვლავ ერთად არიან. თამაშის მოყვარული აფლეკი კი აზარტის გარეშე ვერ ძლებს და ლოპესთან შერიგების შემდეგ პირველ შვებულებას მონაკოში ატარებს.
შეყვარებულებს უნდათ რომ საკუთარი იახტით ევროპა მოიარონ. პირველი გაჩერება კი მონტე კარლოსთან მონიშნეს.
კაზინოს თანამშრომლები აღწერენ, რომ აფლეკს შავი პიჯაკი და თეთრი მაისური ეცვა, ხოლო ჯენიფერს - მწვანე კაბა.
შეგახსენებთ რომ 48 წლის ბენ აფლეკი ბლექჯეკის დიდოსტატია. 7 წლის წინ, ჰოლივუდის ვარსკვლავი ლას ვეგასის კაზინო Hard Rock-მა კარტების დათვლის გამო გააშავა, რადგან მსგავსი ხერხი უკვე კაი ხანია აკრძალულია სხვადასხვა სათამაშო სივრცეებში.
“ადრე ჩვეულებრივად ვთამაშობდი ბლექჯეკს ნებისმიერ კაზინოში. ახლა უფლებას აღარ მაძლევენ, რადგან დიდი ხანი ვიწვალე, ვივარჯიშე და ვისწავლე კარტების თვლა, გავხდი პროფესიონალი მოთამაშე. ანუ რა გამოდის? კარგად თუ თამაშობ კაზინოს წესებს ეწინააღმდეგები, უცნაურია” - ბენ აფლეკი 2014 წელს კაზინოებზე.
ერთხელ მსახიობს ბლექჯეკის მაგიდაზე 800,000 დოლარიც კი აქვს მოგებული. თუმცა არ უნდა ჩამოვწეროთ პოკერის მოთამაშეების სიიდანაც. 2004 წელს, აფლეკმა კალიფორნიის შტატის პოკერის ჩემპიონატი მოიგო, სადაც 90 მოთამაშე გამოდიოდა 10-10 ათასი ბაი ინით. პირველ ადგილზე გასულს 356,400 დოლარი შეხვდა.
ჰოლივუდის ვარსკვლავი ასევე ფიგურირებს მოლი ბლუმის სკანდალურ საქმეშიც.
საბოლოოდ იმასაც გეტყვით, იმდენად უყვარს ბენ აფლეკს თამაში და ჯენიფერ ლოპესი, რომ ორი თვის წინ მსახიობი ვეგასის კაზინოებში შენიშნეს ფანებმა ჯენიფერის დედასთან, 75 წლის გვადალუპესთან ერთად
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ