Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

5.03 კოეფიციენტი ოთხშაბათის მატჩებზე

5.03 კოეფიციენტი ოთხშაბათის მატჩებზე

გუშინ მაინცდამაინც ვერ მოვიხიბლეთ და ვერ ვნახეთ ბევრი გოლი, თუმცა მაინც იყო რამდენიმე გამორჩეული მატჩი. 

 

სევილიაში პირველ ტაიმში ოთხი პენალტი დაიდო, იუნაიტედმა იანგ ბოიზთან ბოლო წამზე წააგო, ბაიერნმა ბარსას მოუგო დიდი ანგარიშით და ვილიარეალში შედეგიანი ფრე ვიხილეთ. 

 

წესით ოთხშაბათს უკეთესი დღე უნდა გამოვიდეს. დავიწყოთ ჩვენი ბილეთის განხილვა.

 

მილანი ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნდა და პირველ მატჩს ენფილდზე გამართავს. მილანელები ყველაფერს იზამენ, რომ ერთი გოლი მაინც გაიტანონ. 

 

მეორე მხარეს ლივერპულია. გუნდი, რომელიც ძალიან მაგარ ფორმაშია და დაფრინავს, თუმცა მედიის დიდი ყურადღება არ აქვს, რადგან კრისტიანო მანჩესტერში დაბრუნდა, ლუკაკუ - ჩელსიში, სიტი 5-0-ებს იგებს და ამიტომ კლოპის გუნდზე ცოტას საუბრობენ.

 

ბოლო ტურში ლიდსთან თამაშს ვინც უყურა დამერწმუნება, რომ ლივერპული როგორც პრემიერლიგაში ასევე ჩემპიონთა ლიგაზე მთავარი ფავორიტი უნდა იყოს. 

 

კლოპის ბიჭები დაფრინავენ! დაცვითი ხაზი მაგარ ფორმაშია, მატიპიც კი ისე თამაშობს ვან დაიკს ჩრდილავს, რობერტსონი-ტრენტის ფლანგებზე ხომ საუბარიც ზედმეტია, ფაბინიო ნახევარდაცვაში ისე დგას პატრიკ ვიეირა გეგონება, სალაჰი-მანე ფორმაში არიან და ამას დავამატოთ დიოგუ ჟოტა, სკამისთვის მოსული კაცი, რომელმაც დაგვავიწყა ფირმინოს არსებობა.

 

აი, ასეთ ლივერპულს ეს მატჩი ენფილდზე აუცილებლად მოსაგები აქვს, რადგან ჯგუფი ძალიან რთულია. ვისაც ამ ჯგუფიდან გასვლა უნდა, სახლში ყველა მატჩი უნდა მოიგოს.

 

თუმცა მაინც არ ვრისკავთ პირდაპირ ერთიანის აღებას და ლივერპულის ორ გოლს დავწერთ.

 

ლივერპული - მილანი

 

პირველი გუნდის გოლები 1.5 - მეტი (1.49)


 

შემდეგი მატჩი ბრიუგე-პარიზიდან გვაქვს. ჯერჯერობით უცნობია შემადგენლობები, თუმცა ის მაინც ვიცით, რომ მესი-ნეიმარი-მბაპეს არაფერი სჭირთ და დიდი ალბათობით ითამაშებენ.

 

ბრიუგე კარგი გუნდია. უყვარს შეტევა, მაგრამ არ იცის დაცვაში თამაში, თითქმის ყოველ მატჩში გოლს უშვებს ბელგიის ჩემპიონატში და პსჟ-მ თუ 3 გოლი გაუტანა ნამდვილად არავის გაუკვირდება.

 

ორიგინალურს არაფერს გეტყვით და პირდაპირ მეტ გოლს დავწერთ, რადგან ბრიუგესაც შეუძლია ერთის გატანა, ჩემპიონთა ლიგის ფეხბურთში არაფერია გამორიცხული.

 

ბრიუგე - პსჟ

 

გოლების რაოდენობა 2.5 - მეტი (1.46)


 

შემდეგი პოზიცია ატლეტიკო-პორტოდან გვაქვს და არც აქ ვიქნებით ორიგინალურები. უხეშ და დაძაბულ მატჩს ველოდებით და დავწერთ ჯარიმებს.

 

ატლეტიკო ყველამ კარგად ვიცით თუ რა ფეხბურთს თამაშობს, მითუმეტეს გადამწყვეტ მატჩებში. პორტო ერთი შეხედვით ჯგუფის აუთსაიდერია და მადრიდელებმა აუცილებლად სამ ქულაზე უნდა გააკეთონ აქცენტი, მითუმეტეს სახლში.

 

პორტოს კიდევ დასაკარგი არაფერი აქვს, გუნდი ბოლომდე იბრძოლებს ჯგუფიდან გასასვლელად. 

 

მოგეხსენებათ თუ როგორი უხეში და ჯარიმებით სავსეა პორტუგალიური ფეხბურთი ზოგადად. შიდა ჩემპიონატში ჯარიმების ტოტალი საშუალოდ 30-დან იწყება და ხშირადაც ჯდება. 

 

მსაჯი რუმინელი ოვიდიუ ჰეტიგანია, რომლისთვისაც ორივე გუნდი ნაცნობია. პორტუს მატჩები 5-ჯერ იმსაჯა და პორტუგალიელები საშუალოდ 13.80-ჯერ დააჯარიმა, მათი ოპონენტები - 16.60-ჯერ.

 

ატლეტიკოს მატჩებში კი 3-ჯერ იყო მთავარი არბიტრი, სადაც მადრიდელებს საშუალოდ 16.00-ჯერ აჯარიმებდა, ხოლო მათ მოწინააღმდეგეს - 13.33-ჯერ.

 

დღეს ვფიქრობთ, რომ უნდა წამოვიდეს ბევრი ჯარიმა.

 

ატლეტიკო - პორტო 

 

ჯარიმების რაოდენობა 24.5 - მეტი (1.40)


 

ბოლო პოზიცია მანჩესტერის მატჩიდან გვაქვს, სადაც პეპის გუნდი ლაიფციგს შეხვდება. მათი ჯგუფიც ძალიან დაძაბულია: სიტი, პსჟ, ლაიფციგი, ბრიუგე.

 

სიტიმ აუცილებლად 3 ქულაზე უნდა იფიქროს, თუმცა ნუ დაგვავიწყდება გერმანული გუნდიც, რომელსაც შეუძლია გოლის გატანა ნებისმიერ მეტოქესთან.

 

გუარდიოლას გუნდის მოგებას შედარებით დაბალი კოეფიციენტი აქვს და ამიტომ ბანალურად დავწერთ 2.5-ზე მეტ გოლს.

 

გუნდები არასდროს შეხვედრილან ერთმანეთს და ურთიერთშეხვედრებიდან დასკვნებს ვერ გამოვიტანთ, მაგრამ ფაქტია, რომ ორივე კლუბის ფილოსოფია შეტევაა.

 

ლაიფციგმა იცის, რომ ქულის მოსაპოვებლად 0-0-ზე თამაში არ გამოდგება. სიტი აუცილებლად გაუტანს გოლს, ამიტომ გერმანელებმაც უნდა იფიქრონ გოლზე.

 

მანჩესტერ სიტი - ლაიფციგი

 

გოლების რაოდენობა 2.5 - მეტი (1.65)


 

დღეისთვის სულ ეს იყო. იმედია გამართლდება ჩვენი პროგნოზი და გავამწვანებთ ბილეთს. გისურვებთ წარმატებებს! 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ