Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

მამაკაცმა ქორწილის დღეს გადაფხიკა და მილიონი მოიგო

მამაკაცმა ქორწილის დღეს გადაფხიკა და მილიონი მოიგო

ჩრდილოეთ კაროლინაში მცხოვრებმა, 60 წლის მაიკლ აბერნეტიმ ფინანსური პრობლემების გამო ვიწრო წრეში გადაიხადა ქორწილი, სულ რაღაც 50 სტუმარზე.

 

კარგია რომ მისტერ მაიკლი აზარტული ადამიანია და ყოველ კვირა ტრადიციად აქვს ქცეული ლატარიის თამაში. აბერნეტის იმდენად უყვარს გადასაფხეკი ბილეთები, რომ მან და მისმა ცოლმა ქორწილისთვის სიმბოლურად შეიძინეს 4 ბილეთი.

 

ქორწილის მიმდინარეობისას ერთ-ერთი ჩელენჯი სწორედ ლატარიის თამაში იყო. ორი ბილეთი მაიკლს უნდა გადაეფხიკა, ორიც - მის მეუღლეს. 

 

შეჯიბრის დაწყებამდე მაიკლმა მეუღლეს დაუთმო პირველი ბილეთის გათამაშება, რამაც 0 დოლარი აჩვენა, შემდეგ მან გადაფხიკა და ბილეთზე სასწაულებრივად 1 მილიონი დოლარი დაეწერა. სიხარულისგან გადაირივნენ, ატყდა ერთი ამბავი, წვეულება იმაზე მეტად გახურდა ვიდრე სტუმრები წარმოიდგენდნენ. 

 

“გავითიშე, ვერ ვიჯერებდი, რომ ნამდვილად მილიონი ეწერა. ფენომენალური შემთხვევაა, საოცრებაა, ქორწილის დამთავრებისთანავე მე და ჩემი მეუღლე ფლორიდაში წავალთ დასასვენებლად. დაცვის სამსახურში აღარსდროს დავბრუნდები” - მაიკლ აბერნეტი.

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ