Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

გუშინ საქართველოზე ფული გვედო!

გუშინ საქართველოზე ფული გვედო!

გუშინ საქართველოს ნაკრებმა შვედეთს ბათუმში 2-0 მოუგო. შეიძლება ვინმესთვის ძალიან საოცარია, თუმცა ჩვენ, ფლეიერსის გუნდს ძალიან გვჯეროდა რომ მოვიგებდით.

 

ჩვენმა ბიჭებმა ძალიან კარგი და ორგანიზებული შეხვედრა ჩაატარეს. მართალია იყო რამდენიმე შეცდომა, (აბა ისე ვის გაუგია საქართველოს ნაკრები?) თუმცა მაინც უნდა ითქვას, რომ დამსახურებულად მოვიგეთ და შვედების ნაკრების მწვრთნელის სიტყვები, რომ ვითომ ძალიან გაგვიმართლა, სრული აბსურდია.

 

თუმცა უნდა გაგვიმართლოს და ვინც იგებს იმას უმართლებს, სხვანაირად როგორ უნდა მოვიგოთ სპორტული დაპირისპირება? როდესაც პირველი ტაიმის მეექვსე წუთზე აუტიდან პირდაპირ საჯარიმოში აწვდი და მერე მატჩის ბოლომდე მხოლოდ ეს ტაქტიკა გაქვს არჩეული მოსაგებად, კიდევ ჩვენ გაგვიმართლა?! საშინელი მატჩი ჩაატარა შვედეთმა, ასეთი რამე ბოლოს როდის ვნახეთ არც გვახსოვს. მარუან ფელაინიზე საჯარიმოში ბურთის ჩაგდებები გვინახავს ბოლო წუთებზე, მაგრამ 90 წუთის მანძილზე რომ მხოლოდ ამას აკეთებ მოედნის ნებისმიერი ნაწილიდან და სხვას არაფერს, რატომ უნდა მოიგო და წახვიდე სამი ქულით? 

 

გვეყოფა შვედების განხილვა და შევაქოთ ჩვენი ბიჭები. ლორია კარგად იდგა, კაშიას ბრავო! უბრალოდ პროფესიონალის ეტალონია კაცი! უნდა გამოვყოთ კვეკვესკირი, რომელმაც ძალიან მოუმატა და საერთოდ სხვა დონეზეა გადასული, ვახსენოთ აუცილებლად ლობჟანიძე, წიტაიშვილი, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ფლანგებზე და ცალკე ვთქვათ ხვიჩაზე, იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე შევა ფორმაში.

 

ეს კი ჩვენი ბილეთი. ძალიან გვჯეროდა, რომ მოვიგებდით. არ დავიწყებთ შეთქმულების თეორიებს, ვითომ რომ ესპანეთი გავიყვანეთ პირველზე და კიდევ ერთი საშუალო დონის გუნდი გავამწარეთ, თუმცა მაგასაც ვფიქრობდით.

 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ