Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

სნეიდერს და კუიტს "ხელზე თამაშში" ადანაშაულებენ

სნეიდერს და კუიტს "ხელზე თამაშში" ადანაშაულებენ

ნიდერლანდურ ფეხბურთის ლეგენდებს, უესლი სნეიდერს და დირკ კუიტს “ხელზე თამშში” ადანაშაულებენ. 

 

ადგილობრივი გაზეთის, De Telegraph-ის ინფორმაციით სნეიდერი და კუიტი ქალაქ ჰააგის მაფიის ბოსთან მიწისქვეშა ტოტალიზატორში ფულზე თამაშობდნენ.

 

ცნობილი გახდა, რომ ყოფილი ფეხბურთელები მეგობრობენ ნიდერლანდების მთავარი განგსტერის შვილთან, რომელიც ცნობილია ზედმეტსახელით - Freddy S.

 

ანონიმურმა პერსონამ გაზეთს მიაწოდა ინფორმაცია, რომ დირკ კუიტს ერთ სათამაშო დღეს მხოლოდ 5,000 დოლარის ჩამოსვლა შეეძლო, თუმცა ზოგჯერ Fredd S-ი უფლებას აძლევდა 25,000 დოლარამდეც ასულიყო. 

 

De Telegraph-თან ინტერვიუში უესლი სნეიდერმა უარყო არალეგალური თამაში და თქვა, რომ თავისი ნაცნობი დებდა ფულს და მისი სახელი გამოიყენა თავდებად.

 

დირკ კუიტმა კი აღიარა, რომ არალეგალურად დებდა ფსონებს და პოლიციასაც განუცხადა, რომ ტოტალიზატორის წარმომადგენლებს ბენზინგასამართ სადგურზე ხვდებოდა და ფულს ქეშად იხდიდა როგორც ერთი მხარე, ასევე - მეორე.

 

“ფულის გამო არ ვთამაშობდი, უბრალოდ ვერთობოდი” - ახსნა კუიტმა.

 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ