Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

მამაკაცი, რომელმაც მოპარული ბარათით ლოტოს ბილეთი შეიძინა და მილიონები მოიგო, დაიჭირეს

მამაკაცი, რომელმაც მოპარული ბარათით ლოტოს ბილეთი შეიძინა და მილიონები მოიგო, დაიჭირეს

1 წლის წინ ნახავდით ჩვენს საიტზე ნიუსს, სადაც კაცმა მოპარული საბანკო ბარათით ლოტოს გადასაფხეკი ბილეთი შეიძნა, 4,000,000 ფუნტი მოიგო, თუმცა პოლიციამ დააკავა ქურდი. დღემდე უცნობი იყო სასჯელი. 

 

სასამართლოს გადაწყვეტილებით ბოლტონელი 34 წლის ჯონ-როს უოტსონი და ასევე თანაქალაქელი 38 წლის მარკ გუდრამი 18-18 თვით ციხეში ჩაჯდებიან. 

 

შეიძლება ერთი შეხედვით 18 თვე ციხე არაფერია, თუმცა ტრაგედია ისაა, რომ მოგებული ფულიც ჩამოერთვათ ბოლტონელებს. ასეთ იღბლიან და უიღბლო ადამიანებს ვერსად შეხვდებით.

 

ყველაზე უცნაური კი ის არის, თუ როგორ დაიჭირეს ტყუილში უოტსონი და გუდრამი. როდესაც მეგობრები ფულის გასანაღდებლად ლატარიის კომპანიაში მივიდნენ, დირექტორმა ჰკითხა თუ სად და როგორ შეიძინეს ბილეთი. გაირკვა, რომ არცერთ მათგანს არ აღმოაჩნდა საბანკო ბარათი, მაგრამ გადასაფხეკი ბილეთი სწორედ რომ ბარათით იყო შეძენილი. შემდეგ გუდრამმა უპასუხა, რომ ბორდელში შეხვდა ვინმე ჯონს, რომელმაც 10 ფუნტიანი გადასაფხეკი ბილეთი უყიდა, რაც უკვე ლატარიის კომპანიის წარმომადგენლებს ძალიან საეჭვოდ მოეჩვენათ და პოლიციაც გამოიძახეს. 

 

გამოძიების შემდეგ კი დადგინდა, რომ უოტსონი და გუდრამი ქალაქში ცნობილი კრიმინალები იყვნენ, რომლებსაც არაერთი უკანონო ქმედება ჰქონდათ ჩადენილი. ის საბანკო ბარათიც, რომლითაც ლატარიის ბილეთი იყიდეს, მოპარული აღმოჩნდა და საბოლოოდ ციხეში ამოყვეს თავი, მილიონებს კი კომპანია ხელახლა გაათამაშებს.

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ