Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ვიეტნამელი ძმები თავებით ერთმანეთზე დადგნენ და გინესის რეკორდი მოხსნეს (ვიდეო)

ვიეტნამელი ძმები თავებით ერთმანეთზე დადგნენ და გინესის რეკორდი მოხსნეს (ვიდეო)

ვიეტნამელი აკრობატი ძმები თავებით ერთმანეთზე დადგნენ და ესპანური ეკლესიის 100 კიბე აიარეს. ეს კი გინესის მსოფლიო რეკორდია, მსგავსი არავის გაუკეთებია ან ვის უნდა მოფიქრებოდა თავში აზრად.

 

37 წლის გიანგ ქუოკ კო და 32 წლის გიანგ ქუოკ ნგიეპი ესპანეთის ქალაქ ჟირონაში ცდილობდნენ მსოფლიო რეკორდის დამყარებას, რაც წარმატებით გამოუვიდათ.

 

ძმებმა ინტერვიუში განაცხადეს, რომ ორგანიზატორებმა ესპანური ეკლესიის კიბეებს 10 ცალი დაუმატეს, რადგან მანამდე 90 კიბე იყო და რეკორდი ვერ გამოუვიდოდათ. აკრობატები ნომერს 53 წამი მოუნდნენ. 

 

ყველაზე საინტერესო კი ის არის რომ ჭორის დონეზე გავრცელდა ამბავი, თურმე ჟირონას ქალაქში ორი მაფიოზი დანაძლევებულან ავიდოდნენ თუ არა ვიეტნამელი აკრობატი ძმები ეკლესიის 100 კიბეს ამ მდგომარეობაში და სწორედ ამიტომ დაამატეს 10 ცალი კიბე, თორემ ისე სხვა ადგილს ნახავდნენ რეკორდის მოსახსნელად.

 

მოყოლილს ნანახი სჯობს.

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ