Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ქალმა ახალი ზელანდია რეკორდულ დროში შემოირბინა (ვიდეო)

ქალმა ახალი ზელანდია რეკორდულ დროში შემოირბინა (ვიდეო)

ბრიტანელმა 37 წლის მორბენალმა ქალბატონმა, ემა ტიმისმა, რომელიც ამჟამად ახალ ზელანდიაში ცხოვრობს, მთელი ქვეყანა რეკორდულ დროში შემოირბინა.

 

ემამ სირბილი 18 დეკემბერს დაიწყო და 2,100 კილომეტრის დაფარვას 21 დღე მოუნდა. ჯერჯერობით ოფიციალურად არაა ცნობილი თუ რამდენი საათი მოანდომა ბრიტანელმა სპორტსმენმა ამ მანძილის გავლას, თუმცა გინესის მსოფლიო რეკორდის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ქალბატონი ტიმისის დრო რეკორდულია, რადგან წინა ტიტული უელსელ მენა ევანსს ეკუთვნის, რომელმაც 35 დღე და 27 წუთი მოანდომა იგივე გარბენს.

 

ემა ტიმისს 4 წლის წინ უნდოდა ამ რეკორდის მოხსნა, თუმცა ტრავმის გამო წელსღა მოახერხა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გარბენმა მენტალური პრობლემების მქონე ადამიანების დასახმარებელ ფონდში საკმაოდ დიდი ფული შეიტანა.

 

ემა ტიმისი ძალიან მაგარ ფორმაში იყო და ტოტალიზატორები დაბალ კოეფიციენტს გვთავაზობდნენ მის რეკორდზე. 

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ