Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

10 ყველაზე მოულოდნელი გამარჯვებული სპორტის ისტორიაში

10 ყველაზე მოულოდნელი გამარჯვებული სპორტის ისტორიაში

სპორტის მოყვარულები ტოტალიზატორის გარეშე ალბათ ვერ ვძლებთ. იმდენად აზარტულები ვართ, რომ შეიძლება ოსკარებზეც კი დავდოთ ფული. 

 

დღეს შემოგთავაზებთ სპორტში 10 ყველაზე მოულოდნელ გამარჯვებულს, რომლებსაც არც ბუკმეიკერები ელოდებოდნენ, არც გულშემატკივრები, არც მათი მშობლები, ცოლები თუ შეყვარებულები.

 

ბოლო დროის ყველაზე სენსაციური გამარჯვება ალბათ მაინც ემა რადუკანუს ეკუთვნის, თუმცა არც ლესტერი ჩამორჩება დიდად. 

 

10. მეათე ადგილზე გავიდა უიგანი, რომელმაც 2013 წელს მანჩესტერ სიტის მოუგო FA თასის ფინალი. სიტის თასის აღებაზე სულ რაღაც 1.40 ჰქონდა კოეფიციენტი და უიგანი აშკარა აუტსაიდერი იყო, თუმცა ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. თუმცა აღსანიშნავია, რომ მაშინ უიგანის მწვრთნელი რობერტო მარტინესი იყო.

 

9. შემდეგია რობინ სოდერლინგი, რომელმაც 2009 წელს, მეოთხე რაუნდში რაფა ნადალი დაამარცხა როლან გაროსზე. სოდერლინგი იმდენად აუტსაიდერი იყო, რომ 49 კუშს აძლევდნენ მოგებაზე.

 

8. თუ რაიმე სენსაცია არსებობს აუცილებლად უნდა ვახსენოთ საბერძნეთი და ევრო 2004, როდესაც ბერძნები ზღაპრულად გახდნენ ჩემპიონები. ოტო რეხაგელის ნაკრები პორტუგალიაში აშკარა აუტსაიდერის სახელით ჩავიდა და მათ ჩემპიონობას სასაცილო, 151 კოეფიციენტი ჰქონდა, თუმცა ვინ დაგვაცადა სიცილი.

 

7. ისევ ფეხბურთი, ოღონდ ამჯერად მუნდიალი. 1950 წელს აშშ-ს ნაკრებმა ინგლისის ნაკრები 1-0 დაამარცხა. დღეს შეიძლება ისე სენსაციურად არ ჟღერს ეს წინადადება თუმცა შეგახსენებთ, რომ მაშინ ამერიკაში ფეხბურთი პოპულარული არ იყო და მათი ნაკრების ჩემპიონობაზე 500 კუშსაც გვაძლევდნენ, პლიუს ამას არ დაგავიწყდეთ, რომ ამერიკის კარში მისურელი კატაფალკის მძღოლი, ფრენკ ბორგი იდგა. 

 

6. 2015 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე უდიდესი სენსაცია დაფიქსირდა. ამ სპორტში ძალიან იშვიათია, რომ აუტსაიდერმა დიდი ნაკრები დაამარცხოს. იაპონია-სამხრეთ აფრიკა იგივეა, რაც დავითი და გოლიათი. იაპონიამ საბოლოოდ 34-32 მოიგო, ხოლო მათ გამარჯვებაზე კი 81.0 გვქონდა კოეფიციენტი.

 

5. 1980 წელს საბჭოთა კავშირის ნაკრები ჰოკეიში ისეთივე ძლიერი იყო, როგორც 1992 წლის ამერიკის კალათბურთის ნაკრები. ოლიმპიადის ფინალში საბჭოთა კავშირი ზუსტადაც აშშ-ს ხვდებოდა, ოღონდ სხვაობა ძალიან დიდი იყო, საბჭოთა კავშირს ყველა ვარსკვლავი ჰყავდა შემადგენლობაში, აი ამერიკელებს კი კოლეჯის ნაკრები ჰყავდათ წაყვანილი. საბოლოოდ ამერიკელმა ბავშვებმა 4-3 იმარჯვეს და დიდი სენსაცია დააფიქსირეს.

 

4. მეოთხე ადგილზეა ჯეიმს კეჰილი, რომელმაც 2019 წელს სენსაციურად დაამარცხა რონი ო’სალივანი. სნუკერის ისტორიაში ეს მატჩი ალბათ ყველაზე დიდი მოულოდნელობა იყო. რონი 6 გზის მსოფლიო ჩემპიონია და მხოლოდ ერთი ტიტულით ჩამორჩება სტივენ ჰენდრის. 2019-შიც რომ მოეგო ახლა უკვე თანაბრად იქნებოდნენ, თუმცა 23 წლის ჯეიმს კეჰილმა, რომელსაც მოგებაზე 23 ჰქონდა კუში, პირველივე რაუნდში გამოაგდო სნუკერის მაესტრო, საბოლოო ანგარიშით 10-8.

 

3. შემდეგია 18 წლის ემა რადუკანუ, რომელმაც 2021 წელს სეტის წაუგებლად მოიგო ამერიკის ღია პირველობა. წარმოიდგინეთ, ემას ჩემპიონობას 401 ჰქონდა კოეფიციენტი…

 

2. მეორე ადგილზე - ლესტერ სიტი. ფეხბურთი ყველაზე პოპულარული სპორტია და უმეტესმა კარგად იცის თუ როგორი წარმოუდგენელია ლესტერის და მისი დონის გუნდისთვის ინგლისის ჩემპიონობა. მართალია 2015-16 წლებში შედარებით სუსტად გამოიყურებოდნენ ინგლისური გრანდები, თუმცა ვინ როგორ წარმოიდგენდა მსგავსს?! ლესტერის ჩემპიონობას სეზონის სტარტზე 5001 კუში ჰქონდა!

 

#1. პირველ ადგილზე, ჩვენი აზრით, მაინც ტაისონის წაგებაა. 1990 წელს ბასტერ დაგლასმა ტაისონი მეათე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. თუმცა ბუკმეიეკრები დაგლასს 43 კუშს აძლევდნენ, ხოლო HBO-ს კომენტატორები ლერი მერჩანტი და ჯიმ ლემპლი ხუმრობით ამბობდნენ, რომ 90 წამში სახლებში დავიშლებითო. ჯობია ვიდეო ვნახოთ.

 

თქვენი აზრით, რომელია ყველაზე მოულოდნელი ფაქტი?

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ