დღესდღეობით ზოგი ადამიანი ელ. ფოსტას საერთოდ აღარ იყენებს. ვინც იყენებს ი-მეილს ისინიც სავარაუდოდ არასდროს შედიან სპამებში, რადგან უაზრო რეკლამების გარდა არაფერი გვხვდება იქ.
აი, 55 წლის მიჩიგანელმა ქალმა, ლაურა სპირსმა კი გადაწყვიტა დაკარგული წერილი სპამებში მოეძებნა, თუმცა იქ წაშლილი მესიჯის ნაცვლად აღმოაჩინა, რომ თურმე 3 მილიონი დოლარი ჰქონია მოგებული.
ქალბატონმა ლაურამ ლატარიის კომპანიას განუცხადა, რომ ბილეთი 31 დეკემბერს შეიძინა, თუმცა ახალი წლის წვეულების გამო გადაავიწყდა ამბავი და ისე დიდად იმედიც არ ჰქონია რომ მოიგებდა ჯეკპოტს.
“ფეისბუქზე ვნახე რეკლამა, სადაც ეწერა რომ ჯეკპოტი უმაღლეს ნიშნულზე იყო, ამიტომაც გადავწყვიტე ბილეთის შეძენა. ახლა, რამდენიმე დღის წინ, დაკარგულ წერილს ვეძებდი ელ. ფოსტაში და მის მაგივრად აღმოვაჩინე, რომ თურმე მილიონერი ვყოფილვარ! თვალებს არ ვუჯერებდი და რა თქმა უნდა, ვირუსი მეგონა, თუმცა მაინც გადავამოწმე ლატარიის კომპანიაში და მოგებულის დადასტურების დღიდან შოკში ვარ!” - ლაურა სპირსი, 3 მილიონის გამარჯვებული.
ქალბატონმა ლაურამ ასევე განაცხადა, რომ 55 წლის ასაკში გავა პენსიაში და ცხოვრებაში 1 წუთსაც კი აღარ იმუშავებს.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ