Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

Netflix-ის მსახიობს, მაშა დიდუკს შანდლის მოპარვის გამო ციხე ემუქრება

Netflix-ის მსახიობს, მაშა დიდუკს შანდლის მოპარვის გამო ციხე ემუქრება

ნეტფლიქსის სერიალის, Tiger King-ის მსახიობს, მაშა დიდუკს ციხე ემუქრება. მაშამ ლას ვეგასის კაზინო Wynn-დან 5,000 დოლარის ღირებულების შანდალი მოიპარა.

 

კაზინოს ადმინისტრაცია ძალიან დიდი ხანი ეძებდა დაკარგულ შანდალს, რომელშიც რამდენიმე სანთელი იდებოდა, თუმცა ბოლოს, როგორც იქნა ვიდეო კამერებში დაფიქსირებულ ქურდს მიაგნეს. 

 

მაშა დიდუკი ისედაც ვეგასელია და სამოდელო კარიერაც ცოდვების ქალაქში აქვს აწყობილი. მას ინსტაგრამზე 419,000 გამომწერი ჰყავს. 

 

მაშას ჰონორარის შემდეგ ძალიან უყვარს ვეგასის ძვირფასი სასტუმროები. ერთხელაც, წინა ივლისში ესტუმრა Wynn-ს, საიდანაც მოიპარა 5,000 დოლარიანი შანდალი. ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ მასთან ერთად სელფი გადაიღო და ინსტაგრამზე დაპოსტა ფოტო.

 

ნევადას შტატის კანონების თანახმად თუ მოპარული ნივთის საფასური შეადგენს 1,200 დოლარზე მეტს, ამ შემთხვევაში ქურდს 1-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

პოლიციას მაშა დიდუკი არაადეკვატური მიაჩნია და განყოფილებაში ამბობენ, რომ მოდელ გოგონას ეს საციხე საქმედ არ მიაჩნია, მას უბრალოდ მოეწონა სასტუმრო ნომერში დადგმული შანდალი და წამოიღო სახლში. ეს იყო და ეს. თუმცა კანონით მაშა უნდა გამოკეტონ საკანში, დაველოდოთ გამოძიებას.

 

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ