Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

სიღარიბეში გაზრდილი ფეხბურთის ვარსკვლავები

სიღარიბეში გაზრდილი ფეხბურთის ვარსკვლავები

ხშირად გაგვიგია ფეხბურთელებზე, რომ გაუსაძლის პირობებში გაიზარდნენ. ამ სტატიაში ერთად თავმოყრილ ისტორიებს წაიკითხავთ.

 

ადრიანო ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში კრიმინალების უბანში, სიღატაკეში დაიბადა და გაიზარდა. მას ძალიან უყვარდა ფეხბურთი და თავისას მიაღწია, იტალიურ გრანდში, მილანის ინტერში მოაწერა კონტრაქტს ხელი. 




 

ანტონიო კასანო ბარიში დაიბადა. ჯერ კიდევ პატარა იყო, როცა მამამისმა ოჯახი მიატოვა და მხოლოდ დედის სარჩენი გახდა, ისედაც ღარიბი ოჯახი. ანტონიო ბარის კრიმინალურ ქუჩებში თამაშისას შეამჩნია იტალიელმა სკაუტმა და აღმოაჩინა იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტი.




 

იაია ტურე 10 წლამდე შიშველი ფეხებით თამაშობდა ფეხბურთს, იმიტომ რომ, ბუცები აფრიკაში ძალიან ძვირი ღირდა. ტურე ფეხბურთის ნიჭით გამოირჩეოდა ქალაქში, მაგრამ ვერ ბედავდა მამამისისთვის ეთქვა, სათამაშო ფეხსაცმელი მიყიდეო. ოჯახში 7 და-ძმანი იყვნენ და 2 თვის საჭმლის ფულის თხოვნა რცხვენოდა იაიას. 




 

კარლოს ტევესს ბუენოს აირესის ქუჩებში ელ აპაჩეს ეძახდნენ და კრიმინალურ დაჯგუფებებში უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა. თუმცა, ფეხბურთიც ძალიან უყვარდა და თავდაუზოგავად შრომობდა წარმატებისთვის, რასაც საბოლოოდ მიაღწია კიდეც.




 

ალექსის სანჩესის დედა დამლაგებლად მუშაობდა იმავე სკოლაში, სადაც ალექსისი ბავშვობაში სწავლობდა. ჩილელი სუპერვარკსვლავის ოჯახი მამამისმა მიატოვა. სანჩესი ბავშვობიდან სხვადასხვა ავტომანქანების სამრეცხაოზე მუშაობდა და ამით ეხმარებოდა დედას. არსენალის ყოფილი თავდამსხმელი ხშირად იხსენებს: 

 

“როცა დედაჩემი სკოლაში ტუალეტებს ხეხავდა ყოველთვის ვიმალებოდი, არ მინდოდა მისი თვალების დანახვა”.




 

ლუკა მოდრიჩი 5 წლის იყო, როცა მისი სოფელი დამბობეს და საცხოვრებლად ლტოლვილთა ბანაკში წაიყვანეს. ხორვატი ბიჭი არ დანებდა გაუსაძლის პირობებს და თავისი ნიჭით მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი.




 

მანჩესტერ სიტის ფორვარდი გაბრიელ ჟესუსი 2014 წლის ბრაზილიის მუნდიალისთვის ქუჩებს ღებავდა, ხოლო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სელესაოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში იყო. 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ