Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

არიზონელმა სლოტის აპარატზე ჯეკპოტი მოიგო, მაგრამ ვერ გაიგო რა მოხდა

არიზონელმა სლოტის აპარატზე ჯეკპოტი მოიგო, მაგრამ ვერ გაიგო რა მოხდა

წინა კვირას არიზონელმა მოთამაშემ ლას ვეგასის სასტუმროს, Treasure Island-ს ფოიერვერკი გააშვებინა, რაც ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ ჯეკპოტი მოიგო.

 

არიზონელი რობერტ ტეილორი ჯერჯერობით უცნობია თუ რა სლოტს და რა ბეთზე თამაშობდა, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ სავარაუდოდ მოთამაშე ახალბედა იყო, რადგან ჯეკპოტის დაცემის დროს მოთამაშე სლოტის აპარატის ეკრანს გაშტერებული უყურებდა და წარმოდგენა არ ჰქონდა თუ რა ხდებოდა.

 

ამასობაში მოცვივდა კაზინოს წარმომადგენლობა, გახსნეს შამპანური, გაუშვეს ფოიერვერკი, ულოცავდნენ მისტერ ტეილორს 240,000 დოლარით გამდიდრებას, რომელიც უკვე შოკურ მდგომარეობაში იყო და ყველას ლენჩივით უღიმოდა.

 

თუმცა ძალიან საინტერესო ჯერ წინაა. Treasure Island-ის მფლობელმა გამოძიება მოითხოვა და ნევადას სათამაშო ბიზნესის ასოციაციას დაუკავშირდა, კაზინოს უფროსს ეგონა, რომ სლოტის აპარატის ხარვეზი იყო და პირდაპირ რომ ვთქვათ არ სურდა 240,000 დოლარის გაცემა. 

 

არიზონელი ჯეკპოტის გამარჯვებული უკვე მშობლიურ შტატში იმყოფებოდა, როდესაც გამოძიება დასრულდა და დასკვნაც დაიდო. გამოძიებამ დაადგინა, რომ რობერტ ტეილორმა ხარვეზის ან მოტყუების გარეშე, სამართლიანად მოიგო ჯეკპოტი და 240,000 დოლარი დაჩქარებული წესით ჩაერიცხება.

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ