Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

“დიდგორი” - ვიდეო თამაში, რომელსაც კულტურის სამინისტრო დააფინანსებს

“დიდგორი” - ვიდეო თამაში, რომელსაც კულტურის სამინისტრო დააფინანსებს

კულტურის სამინისტროს დაფინანსებით კომპიუტერული თამაში “დიდგორი” იქმნება, რომლის თრეილერის პრეზენტაციაც 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით შედგა.

 

"პროექტის პირველი ეტაპის რელიზი მაისის დასაწყისში იგეგმება. დიდგორის ბრძოლიდან 900 წლის აღსანიშნავი სტრატეგიული თამაშის მეშვეობით მოხდა ბრძოლის მაქსიმალურად რეალისტური სურათის აღდგენა. თამაშის მექანიკა აგებულია ტაქტიკური სტრატეგიის პრინციპზე (მოთამაშის მიერ ბრძოლის იზომეტრიულ ხედვაზე). მეომრების აღჭურვილობა და ანიმაციურ ვიდეორგოლებში გადმოცემული ეპოქალური მოვლენები მაქსიმალურად ავთენტურია, ხოლო ილეთები დაეფუძნა ქართული საბრძოლო ხელოვნების ელემენტებს" - აცხადებენ სამინისტროში.

 

უწყების ინფორმაციით, თამაშს კომპანია „სილესტიალ დიმენშენი“ პროექტის, "ძლევაი საკვირველის" ფარგლებში ქმნის.

 

სამინისტროს ინფორმაციით, თავად პროექტის პირველი ეტაპის რელიზი მაისის დასაწყისში იგეგმება. როგორც სამინისტრო განმარტავს, დიდგორის ბრძოლიდან 900 წლის აღსანიშნავი სტრატეგიული თამაშის მეშვეობით მოხდა ბრძოლის მაქსიმალურად რეალისტური სურათის აღდგენა.

 

“თამაშის მექანიკა აგებულია ტაქტიკური სტრატეგიის პრინციპზე (მოთამაშის მიერ ბრძოლის იზომეტრიულ ხედვაზე). მეომრების აღჭურვილობა და ანიმაციურ ვიდეორგოლებში გადმოცემული ეპოქალური მოვლენები მაქსიმალურად ავთენტურია, ხოლო ილეთები დაეფუძნა ქართული საბრძოლო ხელოვნების ელემენტებს. კომპიუტერული თამაშის შექმნის პროცესში პროექტის გუნდს კონსულტაციას უწევდა ისტორიკოსი, დავითის პერიოდის მკვლევარი მიხეილ ბახტაძე” - ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

 

900 წლის წინ, 1121 წლის 12 აგვისტოს, დავით აღმაშენებელმა დიდგორი მოიგო. საქართველოს ისტორიაში ეს დღე "ბრძოლაი საკვირველის“ სახელით შევიდა.

 

 

"სამინისტრომ გაითვალისწინა 21-ე საუკუნის ახალგაზრდების მზარდი ინტერესი ციფრული მედიის მიმართ და სწორედ ამის საფუძველზე გადაწყდა ისეთი პროექტის შექმნა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით გააცოცხლებს ამ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ თარიღს და მოახდენს მის პოპულარიზაციას ახალგაზრდა თაობებში, მათი საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით" - ვკითხულობთ პრესრელიზში.

 

ტრეილერი

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ