Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ამერიკელს ფოსტით გაგზავნილი წერილი 75 წლის შემდეგ მიუვიდა

ამერიკელს ფოსტით გაგზავნილი წერილი 75 წლის შემდეგ მიუვიდა

50 წლის ნიუ ჯერსელ გარი კეიტენს, 1 კვირის წინ, ფოსტით უძველესი წერილი მიუვიდა. როდესაც გაგზავნის თარიღს დახედა ზედ 1946 წლის 4 მაისი ეწერა.

 

წერილის გახსნისას მისტერ კეიტენმა აღმოაჩინა, რომ მის სახლში ადრე სხვა გარი კეიტენი ცხოვრობდა და 1946 წელს გაგზავნილი ფოსტაც მას ეკუთვნოდა. წერილში სახლის ძველ პატრონს კალიფორნიაში, ქორწილში ეპატიჟებოდნენ, თუმცა ცოცხალი რომ ყოფილიყო 75 წლის მერე მიიღებდა მოწვევას და გაიგებდა ამბავს. 

 

რამდენიმე დღეში მეორე წერილიც მივიდა ფოსტით იგივე მისამართზე, რომელიც ასევე 1946 წელს იყო გაგზავნილი. ამჯერად ძველ გარი კეიტენს ნიუ იორკელი მეგობარი, ტომას ქორკი ვეგასში, Golden Nugget-ში გასართობად ეპატიჟებოდა. მოგეხსენებათ, Golden Nugget-ი სწორედ რომ 1946 წელს გაიხსნა და სავარაუდოდ მეგობრები გიჟურ თავგადასავალს გეგმავდნენ.  

 

ამ ორი წერილის მიღების შემდეგ ნიუ ჯერსელ გარი კეიტენს სურს რომ მოძებნოს წერილის პატრონი ან მისი ნათესავები, რადგან 75 წლის წინანდელი ამერიკული ფოსტა ნამდვილი რელიქვიაა. 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ