Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ლას ვეგასის 5 უძველესი სათამაშო სივრცე

ლას ვეგასის 5 უძველესი სათამაშო სივრცე

ლას ვეგასის გაგონებაზე ნებისმიერ ადამიანს პირველ რიგში თამაში, აზარტი და გართობა ახსენდება. ცოდვების ქალაქში ყოველდღე მილიონობით ტურისტია და ყველა მათგანის თავში ერთი სიტყვა - ჯეკპოტი ტრიალებს.

 

ვეგასში გემბლინგი 1931 წლიდან ლეგალური გახდა და მას მერე დაამარცხა ამერიკამ დიდი დეპრესია, რომელიც 1929 წლიდან დაახლოებით 10 წელი გრძელდებოდა. სწორედ ლას ვეგასი იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ამერიკელები ეკონომიკურად წელში გაიმართნენ. ე.წ მშრალი კანონის გაუქმებაც ზუსტად ამ პერიოდს დაემთხვა და ადამიანებმა მეტი თავისუფლება იგრძნეს.

 

არ არსებობს ადამიანი ვინც აზარტული არაა. არ აქვს მნიშვნელობა ვეგასში ითამაშებ სლოტებს თუ მეგობრებთან ერთად დომინოს. განტვირთვა და გართობა ნებისმიერს სჭირდება.

 

დღეს მოგიყვებით ლას ვეგასის 5 უძველეს სასტუმრო/კაზინოზე.

 

5. Sahara Las Vegas 

 

გახსნის თარიღი: 1952 წლის 7 ოქტომბერი

ლოკაცია: 2535 სამხრეთ ლას ვეგასის ბულვარი

სათამაშო სივრცე: 7,900 მ²

 

1952 წელს აშენებულ Sahara-ს ერთი პერიოდი სახელი შეუცვალეს და SLS Las Vegas-ი დაარქვეს, თუმცა როდესაც Meruelo Group-მა შეისყიდა კაზინო, ისევ დაუბრუნეს ძველი სახელი და დღეს კვლავ Sahara Las Vegas-ით ვიცნობთ.

 

სასტუმროში უამრავ ცნობილ მომღერალს დაუდგამს შოუ, როგორებიც არიან: ტონი ბენეტი, შერი, მარლენ დიტრიხი, სემი დევის უმცროსი, ჯუდი გარლანდი და სხვა.

 

4. Flamingo Las Vegas

 

გახსნის თარიღი: 1946 წლის 26 დეკემბერი

ლოკაცია: 3555 სამხრეთ ლას ვეგასის ბულვარი

სათამაშო სივრცე: 6,716 მ²

 

 

Flamingo Las Vegas-ი ერთ-ერთი უძველესი სათამაშო სივრცეა და რა თქმა უნდა, მასაც აქვს კავშირი ამერიკელ “ცუდ ბიჭებთან”. თავდაპირველად ბაგსი სიგელმა ჩადო ინვესტიცია და განავითარა ფლამინგო. ბაგსის გარდაცვალების შემდეგ, სასტუმრო მო სედვეიმ და გუს გრინბაუმმა გადაიბარეს. 

 

როგორც ამტკიცებენ, ბაგსი სიგელმა კაზინოს სახელი ფლამინგო თავისი შეყვარებულის, ვირჯინია ჰოლის გამო დაარქვა, რადგან გოგონას ძალიან გამხდარი ფეხები ჰქონდა.

 

3. Golden Nugget Las Vegas

 

გახსნის თარიღი: 1946 წლის 30 აგვისტო

ლოკაცია: 129 ფრიმონტის ქუჩა

სათამაშო სივრცე: 3,500 მ²

 

 

კაზინო Golden Nugget-ი ლას ვეგასის რელიქვიაა. მას მუზეუმიც შეიძლება ვუწოდოთ, რადგან მის არცერთ მფლობელს ძირეული ცვლილებები არასდროს გაუკეთებიათ. 

 

2003 წლიდან, Golden Nugget-ი იყო პირველი სათამაშო სივრცე, სადაც სლოტებზე 15,000 დოლარიანი, უდიდესი ბეთის დარტყმა შეგეძლოთ.

 

2. El Cortez 

 

გახსნის თარიღი: 1941 წლის 7 ნოემბერი

ლოკაცია: 600 აღმოსავლეთ ფრიმონტის ქუჩა

სათამაშო სივრცე: 4,210 მ²

 

 

El Cortez-ი უძველესი მოქმედი სათამაშო სივრცეა, რომელსაც 81 წლის მანძილზე ექსტერიერი არასდროს შეუცვლია. 

 

მოგვიანებით ისიც ბაგსი სიგელმა 600,000 დოლარად შეისყიდა მეიერ ლანსკისთან, გუს გრინბაუმთან და მო სედვეისთან ერთად.

 

#1. Golden Gate Hotel 

 

გახსნის თარიღი: 1906 წლის 13 იანვარი

ლოკაცია: 1 ფრიმონტის ქუჩა

სათამაშო სივრცე: 1,137 მ²

 

 

გოლდენ გეიტი რეალურად 1906 წელს გაიხსნა და უძველესია, თუმცა, როდესაც 1909 წელს თამაში აკრძალა, მასაც მოუწია დახურვა 1931 წლამდე.

 

ზოგჯერ კამათობენ თუ რომელია უძველესი - გოლდენ გეიტი თუ ელ კორტეზი. დავა 1909 წლის კანონმა წარმოშვა, თუმცა უნდა ითქვას, რომ 1931 წელს მიღებულ ახალი კანონიდან მოყოლებული, რომელმაც აზარტი ლეგალური გახადა, გოლდენ გეიტმაც განაახლა თამაშები და სადაოც დიდი არაფერია. ის უძველესია.

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ