NFL და ამერიკული ფეხბურთი შეიძლება ყველაზე პოპულარული და ნომერ პირველი სპორტი არ არის ამერიკაში, თუმცა სუპერ ბოულის შესვენებაზე სატელევიზიო სარეკლამო ეთერი ყველაზე ძვირია.
თუმცა პირველი ტაიმის დამთავრების შემდეგ თქვენ არ ნახავთ მაიონეზის და სხვადასხვა ყავის მომაბეზრებელ რეკლამებს, უკვე წლებია, რაც სუპერ ბოულის შესვენებაზე სასწაული შოუები იდგმება და ძალიან ძვირიც ღირს.
14 თებერვალს, გამთენიისას ჩატარდა NFL-ის ფინალი, სადაც ლოს ანჯელეს რემსი ცინცინატი ბენგალს დაუპირისპირდა და 23-20 მოუგო. დაძაბული მატჩის შესვენებაზე კი შოუ დადგეს დრემ, ემინემმა, სნუპმა, მერი ჯეი ბლაიჯმა, ფიფთიმ და კენდრიკ ლემარმა.
ვიდეოს სანახავად დააკლიკეთ Watch on YouTube-ს
ნახეთ შოუ? ჩვენ ძალიან მოგვეწონა. თქვენი აზრით, რა დაუჯდებოდა პეპსის ეს ყველაფერი თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ეს ეთერი ყველაზე ძვირია და ჰოლივუდის ტოპ ვარსკვლავები იღებენ მონაწილეობას?!
მაგალითად 2020 წლის შოუ შესვენებაზე 13 მილიონი დოლარი დაჯდა შაკირასა და ჯენიფერ ლოპესის მონაწილეობით, 2017-ში ლედი გაგას შესრულება - 10 მილიონი დოლარი.
პეპსი ჯერჯერობით ზუსტად არ ამბობს, მაგრამ ფორბსის გამოთვლებით შოუ მინიმუმ 20 მილიონი დოლარი დაჯდა
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ