Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

მაიკლ ჯორდანმა მეჯიკ ჯონსონს მილიონ დოლარიანი სანაძლეო შესთავაზა (ვიდეო)

მაიკლ ჯორდანმა მეჯიკ ჯონსონს მილიონ დოლარიანი სანაძლეო შესთავაზა (ვიდეო)

დღეს გამთენიისას კლივლენდში All-Star-ის მატჩი ჩატარდა. ამ თამაშზე ბევრს არ ვისაუბრებ და არ დაგასპოილერებთ, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ყველას გინდათ გადახვევით ყურება.

 

შეხვედრის შესვენებაზე NBA-მ 75 წლის აღსანიშნავად გამოყო 75 საუკეთესო კალათბურთელი და კავალიერსის დარბაზში ნამდვილი ვარსკვლავთცვენა მოაწყვეს. სიაში მოხვდნენ როგორც თანამედროვე სტარები, კარი, ლებრონი და სხვები ასევე აივერსონი, შაკი, კობი, გარნეტი, მეჯიკი, ბერდი, ჯაბარი, რასელი, მოკლედ ყველა დროის საუკეთესოები. 

 

All-Star-ის ტრანსლაცია დაახლოებით 4 საათი გაგრძელდა და კალათბურთის თამაშის გარდა სხვა უამრავი შოუ მოეწყო. კალათბურთის მაყურებლებს კი ყველაზე მეტად შიდა სამზარეული და ინსაიდ ხუმრობები გვაინტერესებს. 

 

ერთ-ერთი მათგანი იყო ჯორდანი და მეჯიკის ხუმრობა, როდესაც მაიკლმა მას მოხუცი უწოდა და მილიონ დოლარზე თამაში შესთავაზა, რაზეც იქვე მდგომმა კიდმა, ვეიდმა, ჰარდენმა და სხვებმა სიცილი ვერ შეიკავეს.

 

 

მოკლედ, სხვა უამრავი აუცილებლად სანახავი ვიდეოა და გირჩევთ, რომ აუცილებლად ჩაუსხდეთ და უყუროთ მთელ ცერემონიას.

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ