Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ოსკარებზე სენსაციები დაფიქსირდა

ოსკარებზე სენსაციები დაფიქსირდა

დღეს გამთენიისას ჰოლივუდის ყველაზე ცნობილ Dolby თეატრში ოსკარის დაჯილდოება გაიმართა.

 

პუბლიკის ინტერესი, რა თქმა უნდა, წელსაც ძალიან დიდი იყო, რადგან გამოკვეთილი ფავორიტი ალბათ მაინც მხოლოდ ქალის საუკეთესო როლს ჰყავდა, თუმცა ამ კატეგორიაშიც სენსაცია დაფიქსირდა.

 

სავარაუდოდ უკვე ყველამ ნახეთ უილ სმიტის და კრის როკის ვიდეო. ძველი მეგობრები ერთმანეთს გაეხუმრნენ, რაც ვირუსულად გავრცელდა.

 

 

გუშინდელ დაჯილდოებაზე კიდევ რამდენიმე სენსაცია დაფიქსირდა. მაგალითად საუკეთესო ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა აშაკარა აუთსაიდერმა ფილმმა - CODA, რომელსაც ბუკმეიკერები 21.00 კოეფიციენტსაც კი აძლევდნენ მოგებაზე, ხოლო ფავორიტი The Power of the Dog - 1.57 კუშით უოსკაროდ დარჩა. 

 

CODA იგივე სმენადაქვეითებული მშობლების შვილი ძალიან მაგარი ფილმია და ყველას გირჩევთ ყურებას:

 

რუბი, უნარშეზღუდული მშობლების შვილი, ერთადერთია ვისაც სმენა აქვს მთელს ოჯახში. როდესაც ოჯახის თევზჭერის ბიზნესს საფრთხე დაემუქრება, რუბის მძიმე არჩევანის გაკეთება მოუწევს მუსიკის სიყვარულსა და მშობლების დატოვებას შორის.

 

მამაკაცის საუკეთესო როლი უილ სმიტმა დამსახურებულად მოიგო, ფილმიდან - King Richard, სადაც მსახიობი ვენუს და სერენა უილიამსების მამას ასახიერებს. სმიტმა 1.40 კოეფიციენტი გაგვიმწვანა.

 

კიდევ ერთი სენსაცია დაფიქსირდა ქალის საუკეთესო როლისთვის კატეგორიაში. მთელი წელი ყველას გვეგონა, რომ ჯილდოს კრისტენ სტიუარტი მოიგებდა, რომელსაც ერთი პერიოდი 1.36-იც კი ჰქონდა კოეფიციენტი, თუმცა 2021 წლის ბოლოს ნიკოლ კიდმანი წამოეწია და გახდა კიდეც ვეტერანი მსახიობი ფავორიტი, მაგრამ საბოლოოდ ყველას ჯესიკა ჩესტეინმა მოუგო და სენსაციური 6.00 კუშიც გამოგვიცხო.

 

ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი მოიგო აშკარა ფავორიტმა, არიანა დებოსმა, რომელსაც 1.20 ჰქონდა მოგებაზე. 

 

ხოლო მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლზეც მოულოდნელობა დაფიქსირდა. არაფავორიტმა ტროი კოტსურმა მოიგო ჯილდო, რომელსაც 3.25 ჰქონდა კუში.

 

საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მიიღო ქალბატონმა ჯეინ ქემპიონმა, რომელსაც მთელი წელი 1.15-ზე მაღლა არ ასვლია კოეფიციენტი.

 

მოკლედ რომ ვთქვათ, წელს მთავარ ნომინაციებში დიდი სენსაციები დაფიქსირდა და მოთამაშებიი მაგრადაც გავერთობოდით.

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ