გუშინ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის ბოლო ეტაპზე ერთმანეთს ნიგერია-განა ხვდებოდა.
პირველი მატჩი განაში ფრედ 0-0 დამთავრდა და ყველაფერი ნიგერიაში უნდა გადაწყვეტილიყო.
მატჩის მეათე წუთზე, არსენალის ფეხბურთელის, ტომას პარტეის გოლის წყალობით განელები წინ გავიდნენ. შეგახსენებთ, რომ აფრიკაში სტუმრად გატანილი გოლის წესი ისევ მოქმედებს და ამიტომ ნიგერიელებს ორი გოლის გატანა სჭირდებოდათ მუნდიალზე მოსახვედრად.
მასპინძლები მალევე მოეგენ გონს და ანგარიში 22-ე წუთზე პენალტით გაათანაბრეს. ხოლო 34-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენს VAR-მა გოლი ოფსაიდის გამო გაუუქმა და ნიგერიელი ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად მოშალა.
განას ნაკრები მატჩის ბოლომდე თავს შესანიშნავად იცავდა და თამაშში მეტი გოლი აღარ გასულა, თუმცა ბოლო წუთებში არასპორტული სქციელისთვის მსაჯმა რამდენიმე ფეხბურთელი გააფრთხილა.
2022 წლის მუნდიალზე ყატარში განა ითამაშებს, რამაც ნიგერიელი ფანები ჭკუიდან შეშალა და ათასობით გულშემატკივარი მოედანზე შეიჭრა.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ