როგორც ჩანს, მოქმედ ჩემპიონს მილოუკი ბაქსს არ უნდა მეორე ადგილზე გასვლა და ფლეიოფში ბრუკლინთან თამში, რადგან გუნდმა კლივლენდთან ძირითადი მოთამაშეები დაასვენა და დიდი სხვაობით, 133-115 დამარცხდა.
თუმცა ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მაიკ ბუდენჰოლზერმა რეგულარულის ბოლო მატჩში სანდრო მამუკელაშვილს დიდი სათამაშო დრო მისცა. სანდრომ პარკეტზე 42:45 წუთი გაატარა, რა დროშიც ქართველი კალათბურთელის მიერ რეკორდული 28 ქულა აიღო (წინა რეკორდი, 27 ქულა ეკუთვნის ზაზას), რასაც 13 მოხსნა და 4 პასი დაამატა.
კიდევ ძალიან გაგვახარა მამუმ იმით, რომ თამაშიდან 18 ბურთი ესროლა და 10 ზუსტად გამოიყენა (2-5 სამქულიანი)
კალათბურთის გულშემატკივრებს დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალში სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე ერთად ბევრჯერ გაგვახარებენ.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ