ალჯამაინ სტერლინგმა UFC-ის 273-ე ღონისძიებაზე რუსი პიოტრ იანი 5 რაუნდში დაამარცხა. სტერლინგმა მეორე და მესამე რაუნდებში იანი პარტერში გადაიყვანა და სრული დომინაცია ჰქონდა.
მიუხედავად იმისა, რომ ალჯოს მახრჩობელა ილეთის გაკეთება არ გამოუვიდა, სტერლინგმა მაინც მოიგო.
აღსანიშნავია, რომ სტერლინგმა მერაბს 50,000 დოლარი მოაგებინა. მოგეხსენებათ, ONE Championship-ის მძიმე წონის ჩემპიონმა ანატოლი მალიხილმა, რომელიც პიოტრ იანის მეგობარია, მერაბ დვალიშვილს 50,000-დოლარიანი სანაძლეო შესთავაზა, რაზეც ქართველი მებრძოლი მაშინვე დათანხმდა. თუ 'ალჯო' იანს დაამარცხებდა, ფული მალიხინს უნდა გადაეხადა, რუსის მოგების შემთხვევაში კი მერაბს. ხაზგასასმელია, რომ იანის წაგებიდან რამდენიმე წუთში ანატოლიმ მერაბს ინსტაგრამზე მიწერა, ანგარიშის ნომერი გამომიგზავნეო, სქრინი კი ინსტაგრამ სთორიში განათავსა.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ