Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

მაქსი კლებერი ჩატენვის დროს საშინლად დაეცა (ვიდეო)

მაქსი კლებერი ჩატენვის დროს საშინლად დაეცა (ვიდეო)

გუშინ NBA-ს ფლეიოფების მეორე რაუნდის პირველი შეხვედრები გაიმართა. მაიამიმ ფილადელფიას დამაჯერებლად მოუგო, ხოლო ფინიქსმა ლუკა დონჩიჩის დალასს სძლია.

 

მართალია ჰიტმა პირველ თამაშში დიდი სხვაობით, 106-92 იმარჯვა სიქსერსთან, თუმცა ისიც სათქმელია, რომ დოკ რივერსის გუნდი მათი მთავარი სუპერსტარის, ჯოელ ემბიდის გარეშე თამაშობდა. 

 

ჯოჯოს გარეშე კი ფილადელფია შესაძლოა ფლეიოფის გუნდიც არ იყოს. 

 

 

არიზონაში კი დასავლეთ კონფერენციის პირველადგილოსანმა ფინიქსმა 121-114 მოიგო დალასთან. გამოსარჩევია ლუკა დონჩიჩის 45 ქულა, 12 მოხსნა და 8 პასი, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა. 

 

ფინიქსმა კი, როგორც ყოველთვის დაბალანსებულად ითამაშა და ექვსმა მოთამაშემ აიღო 10 ან მეტი ქულა.

 

მეოთხე მეოთხედში დალასის მაქსი კლებერმა ჩატენვის მერე წონასწორობა დაკარგა და საშინლად დაეცა პაკერტზე. 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ