Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ვილი სანიოლი: “90 წუთის განმავლობაში ბულგარეთის ნაკრებს ერთი შანსიც არ ჰქონია”

ვილი სანიოლი: “90 წუთის განმავლობაში ბულგარეთის ნაკრებს ერთი შანსიც არ ჰქონია”

გუშინ ერთა ლიგის მატჩში საქართველომ დინამო არენაზე ბულგარეთს ვერ მოუგო, შეხვედრა ფრედ 0-0 დასრულდა.

 

ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენა ნაკრებმა ვინმეს ვერ მოუგო და არა უბრალოდ - მატჩი ფრედ დასრულდა. ნამდვილად ასეა. ბულგარეთი გუშინ ისე თამაშობდა ჩვენს მოედანზე თითქოს სან მარინოა ჩამოსულიო. ჩვენმა ნაკრებმა ისე დომინანტურად ითამაშა, რომ სტუმრებს ერთი შანსიც კი არ ჰქონიათ. 

 

გოლი ვერ გავიტანეთ და მოდით ეს დავაბრალოთ იმას, რომ გუნდმა 10 დღეში 4 შეხვედრა გამართა და გადაიღალა. თუმცა ძალიან სასიხარულოა ის, რომ ერთ პოზიციაზე ორი ან მეტი კარგი ფეხბურთელი გვყავს და როტაცია თამამად შეგვიძლია.

 

მოდით, გოლის ვერ გატანა არ დავაბრალოთ იმას, რომ მთელი ბულგარეთი კარში იდგა და ქართველებმა კომბინაციური ფეხბურთით და კლასის ხარჯზე ვერ გაიტანეს გოლი. ზოგადად ძნელია თანამედროვე ფეხბურთში ასეთ დროს გოლის გატანა.

 

გთავაზობთ ვილი სანიოლის ინტერვიუს სრულად:

 

„ბოლო ორ კვირას დადებითად შევაფასებ. ოთხი თამაშის შემდეგ 10 ქულას ბევრი არც ელოდა. გასაგებია, რომ ცოტა იმედგაცრუებულები ვართ დღევანდელი შედეგით, თუმცა ეს კარგიც არის, რადგან ნიშნავს, რომ მეტის მიღწევის ამბიცია გვაქვს. ეს დაგვეხმარება სექტემბერში და ზოგადად მომავალში.

 

არ მინდა მხოლოდ ბოლო ოთხი თვის შესახებ ვისაუბრო. ოქტომბრის შემდეგ, 9-დან 7 მატჩი მოვიგეთ, 2 ფრედ დავასრულეთ, 7 შეხვედრაში გოლი არ გაგვიშვია. ბოლო 6-7 თვის განმავლობაში ფეხბურთელები მაღალ დონეზე ასპარეზობენ. მიხარია, რომ ამის ნაწილი ვარ და მაქვს შესაძლებლობა მათი მწვრთნელი ვიყო. საკმაოდ მომთხოვნი მწვრთნელი ვარ, განსაკუთრებით დისციპლინის მხრივ და ვთვლი, რომ ფეხბურთელებმა ეს კარგად მიიღეს. აქედან გამომდინარე, დღეს დადებითი ემოციები მაქვს.

 

90 წუთის განმავლობაში ბულგარეთის ნაკრებს ერთი შანსიც არ ჰქონია. ამიტომ, დაცვის თამაშით კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა, შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები უნდა გაგვეკეთებინა, რადგან ათ დღეში ოთხი თამაშის ჩატარება ძალიან რთულია. ჩვენი ინტენსივობა ბოლო კვირის განმავლობაში საკმაოდ მაღალ დონეზეა ევროპის წამყვან ნაკრებებთან შედარებითაც კი. ყველა ბოლომდე დაიხარჯა, ფეხბურთელები, მწვრთნელები, სტაფი. რა თქმა უნდა, როდესაც რამდენიმე ცვლილებას აკეთებ, ზოგჯერ თამაში თავისუფლად არ მიდის, თუმცა ტურნირის ფორმატიდან გამომდინარე, ეს აუცილებელი იყო. დღევანდელ თამაშში მნიშვნელოვანი იყო ფიტნესის, სისწრაფის პრობლემა. ის შეგრძნება, რომელიც მატჩის შემდეგ დაგვეუფლა, კარგია, რადგან ეს მეტ მოტივაციას მოგცემს, რომ ვიმუშავოთ და ვიფიქროთ იმაზე, რა არის გასაუმჯობესებელი. დაღლილები ვართ, რადგან მოკლე პერიოდში ბევრი რამ მოხდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, მოთამაშეები, სტაფი, ფეხბურთის ფედერაცია მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რომ სექტემბერში კვლავ ერთად ვიქნებით.

 

ოთხი მატჩის შემდეგ 10 ქულა გვაქვს, კარგი მატჩები ჩავატარეთ და ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებს უნდა მივულოცოთ. მათ ქვეყანას სიხარული მოუტანეს და ხალხმაც დიდებულად გვიპასუხა. ატმოსფერო შესანიშნავი იყო სტადიონზე და დარწმუნებული ვარ, სექტემბერში, როდესაც არენა კვლავ შეივსება, უფრო უკეთეს თამაშს შევთავაზებთ მაყურებელს, რათა კიდევ ერთი დიდი გამარჯვება მოვიპოვოთ".

 

ერთა ლიგის მეხუთე შეხვედრას ჩვენი გუნდი 23 სექტემბერს დინამო არენაზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართავს. 26 სექტემბერს ვილი სანიოლის გუნდი სტუმრად გიბრალტარს შეხვდება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ