ბოსტონელი ქალბატონი ბეტი ნეში უქვე 65 წელია რაც ბორტგამცილებლად მუშაობს. მისის ნეშმა Eastern Airlines-ში 1957 წელს დაიწყო მუშაობა და 2021 წელს გინესის რეკორდსმენი გახდა.
გინესმა ასევე თქვა, რომ ბეტი ნეში ყველაზე ასაკოვანი ბორტგამცილებელია მთელს მსოფლიოში, ასე რომ მას ორი რეკორდი ეკუთვნის.
2017 წელს, როდესაც ბეტიმ კომპანიაში მუშაობის 60 წლის იუბილე აღნიშნა, თქვა რომ სამუშაო სპეციფიკა მნიშვნელოვნად შეცვლილია 60-იანი და 70-იანი წლების მერე.
“რეისზე თვითმფრინავში ყველაფერი მინახავს. სიგარეტის მოწევა, პოკერის თამაში, ალკოჰოლის სმა და მუსიკის მოსმენა, უამრავი ისტორია მაქვს. მინახავს მსოფლიოში ყველა თაობის ყველაზე ცნობილი ადამიანები და ხელფასიც მშვენიერი მაქვს. არავინ თქვას რომ ერთ ადგილას ბორტგამცილებლად მუშაობა მოსაწყენია, მთელი ცხოვრება ხალისით გავატარე” - ბეტი ნეში
ბეტი ნეშმა მთელი თავისი კარიერა ნიუ იორკი-ბოსტონი-ვაშინგტონის რეისზე გაატარა და ყოველთვის ასწრებდა ღამე სახლში დაბრუნებას. ღამე სახლში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილთან ეჩქარებოდა.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ