Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

დინამო ბათუმი 1-2 სლოვანი (სრული მიმოხილვა)

დინამო ბათუმი 1-2 სლოვანი (სრული მიმოხილვა)

გუშინ ბათუმში დინამომ სლოვაკეთის სლოვანს უმასპინძლა და სამწუხაროდ დამატებით დროში 1-2 დამარცხდა.

 

ბათუმელებმა პირველივე წუთებიდან ინიციატივა ჩაიგდეს ხელში და ულამაზესად გადათეთრებულ და გადავსებულ აჭარაბეთ არენაზე შეტევების ქარცეცხლი დაატეხეს სტუმრებს. 

 

სამწუხაროა რომ გოლის გატანა ძირითად დროში ვერ მოვახერხეთ, რადგან უამრავი შანსი გვქონდა და პენალტის დადებაც შეეძლო მსაჯს ორ ეპიზოდში, თუმცა ყველაფერი მაინც ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ, მომენტებს გამოყენება უნდა.

 

მოგეხსენებათ, რომ სტუმრადაც 0-0 დასრულდა შეხვედრა, სადაც 10 კაციანმა დინამომ არაფერი დაუთმო სლოვანს. ბათუმში ოვერტაიმში გადასული შეხვედრაც ჩვენი უპირატესობით წარიმართა და პირველ დამატებულ ტაიმში ზურიკო დავითაშვილმა სოლორეიდით ულამაზესი გოლიც შეაგდო. 

 

სამწუხაროდ მეორე დამატებულ ტაიმში ისეთი რაღაცეები მოხდა, რომ ფეხბურთის გულშემატკივარს კოშმარშიც არ დაესიზმრება. ბოლო 5 წუთში ისეთი ორი გოლი გავუშვით, რომ მეორეჯერ არსად, არცერთ მულტივერსში არ განვითარდება მსგავსად მოვლენები. 

 

პირველი გოლი არსაიდან, სტუმართა გუნდის ფეხბურთელის დარტყმული ბათუმის მცველს მოხვდა და რიკოშეტით შეგორდა ჩვენს კარში, ხოლო მეორე ბურთი ვაისმა უკანასკნელ წამზე კუთხურიდან ჩაგვიხვია. 

 

მაინც არაუშავს, ეს უბრალოდ უიღბლობაა და მეტი არაფერი. მთავარია გუნდი სწორ გზაზე დგას და ადრე თუ გვიან მოვა ის წარმატება, რაც ბათუმის დინამოს ნამდვილად ეკუთვნის, განსხვავებით სხვა ქართული კლუბებისგან.

 

დიდი მადლობა დინამო ბათუმს და მის გულშემატკივარს! 

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ