Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

2022-23 პრემიერლიგის 5 საუკეთესო ფეხბურთელი

2022-23 პრემიერლიგის 5 საუკეთესო ფეხბურთელი

პრემიერლიგა სულ რამდენიმე დღეში იწყება და ფეხბურთის გულშემატკივარი მოუთმენლად ელის მსოფლიოში საუკეთესო შიდაჩემპიონატის სტარტს. 

 

წინა სეზონთან განსხვავებით ბევრი ცვლილებაა გუნდებში. სიტიდან ჟესუსი და ზინჩენკო არსენალში გადავიდნენ, ასევე სიტიმ ერლინგ ჰოლანდი დაიმატა, ლივერპულმა დარვინ ნუნიესი, ტოტენჰემმა ივან პერიშიჩი, იუნაიტედმა კრისტიან ერიკსენი, ჩელსიმ რაჰიმ სტერლინგი.

 

თუმცა დღეს ჩამოვწერთ მომავალი სეზონის 5 საუკეთესო ფეხბურთელს, რომელიც პრემიერლიგაში ითამაშებს.

 

#1. მო სალაჰი - პირველი ნამდვილად ეგვიპტელია. შარშან ლივერპულმა სიტისთან კვლავ ქულები წააგო და ორივე გუნდში უფრო სალაჰი კაშკაშებდა. წელსაც წესით მო იქნება საუკეთესო ინგლისში.

 

#2. კევინ დე ბრუინი - მეორეზე ბელგიელი ნახევარმცველია, რომელიც ყოველ სეზონში სტაბილურად ფანტასტიკურია და შემდეგ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება.

 

#3. ჰარი კეინი - შარშან ტოტენჰემს საშინელი სეზონი ჰქონდა, თუმცა ზამთარში მოსულმა ანტონიო კონტემ შეცვალა გუნდი და ოთხეულშიც დაამთავრებინა ლონდონელებს. წელს ჰარი კეინისგან სასწაულ სეზონს ველოდებით, წესით კონტემ ძალიან ბევრი გოლი უნდა გაატანინოს ინგლისელს, რომელიც ჯერ მხოლოდ 28 წლისაა.

 

#4. ერლინგ ჰოლანდი - ნორვეგიელი მეოთხეზე მხოლოდ იმიტომ გავიდა რომ ჯერ არც ინგლისში და არც მანჩესტერ სიტიში არ უთამაშია არცერთი მატჩი. ყველამ ვიცით რომ ტრანსფერი გამართლდება, მაგრამ მაინც დაველოდოთ და ჯერჯერობით მეოთხე პოზიცია მივცეთ.

 

#5. კრისტიანო რონალდო - ძნელია გვერდი აუარო კრისტიანოს. შარშანდელ საშინელ და საზიზღარ იუნაიტედში მაინც მოახერხა და გაიბრწყინა, შეასრულა ჰეთრიკი, ლიგაზე ჯგუფი მარტომ მოიგო და თუ პორტუგალიელი წელსაც იუნაიტედში დარჩა, ის კვლავ ხუთეულის კაცია.

 

სიაში ვერ მოხვდნენ თუმცა პატივისცემა კორეელ სონს, ვან დაიკს, ბერნარდო სილვას, ტრენტს, ფილ ფოდენს, ბუკაიო საკას, ჟოაო კანსელოს, დეკლან რაისს, რიად მაჰრეზს, ედუარდ მენდის, დავიდ დე ხეას და ჯეიდონ სანჩოს. 


 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ