Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

360 დოლარის ასაღებად მისულ ცოლ-ქმარს ანგარიშზე მილიონები დახვდათ

360 დოლარის ასაღებად მისულ ცოლ-ქმარს ანგარიშზე მილიონები დახვდათ

ცხოვრება რას გვიმზადებს წინასწარ არავინ ვიცით, მაგრამ როდესაც გგონია რომ 360 დოლარი გაქვს მოგებული და ლატარიის კომპანიაში მისულს 3,600,000 დოლარი გხვდება ნამდვილი სასწაულია. 

 

ზუსტად ასეთი რამ დაემართა ვაშინგტონში მცხოვრებ ცოლ-ქმარს, რომლებსაც ეგონათ რომ 360 დოლარი ჰქონდათ მოგებული. 

 

ახალი მილიონერებს ანონიმურად დარჩენა სურთ, თუმცა სახალისო და ბედნიერი ისტორია მაინც მოგვიყვეს.

 

“გადასაფხეკ ბილეთში მეგონა რომ 360 დოლარი მქონდა მოგებული. დილას სანამ სამსახურში მივიდოდი მანამდე იმ მაღაზიაში შევიარე გასანაღდებლად, რომელშიც ბილეთი მქონდა ნაყიდი, თუმცა მითხრეს, რომ უბნის მარკეტში 600 დოლარზე მეტს ვერ გავანაღდებდი და უნდა წავსულიყავი ლატარიის კომპანიის სათაო ოფისში”.

 

“დავიბენი, არ ვიცოდი რა მეთქვა მაღაზიის სალაროში და წავედი ლატარიის კომპანიაში, სადაც ბუშტები და შამპანურები დამახვედრეს. კარში შესულს კომპანიის წარმომადგენელი დამხვდა ღიმილით, გადამკოცნა და 3,600,000 დოლარის მოგება მომილოცა. თავიდან ფარული კამერა მეგონა და ვერ ვიჯერებდი, თუმცა თანდადან გავაანალიზე ეს ყველაფერი და სიხარულისგან ხმას ვერ ვიღებდი”.

 

“ჩვენ ჯერ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ვართ და წინ უბედნიერესი ცხოვრება გველოდება, მოგებულ მილიონებს სიამოვნებისთვისაც დავხარჯავთ, ოღონდ ისე ვიზამთ რომ მთელი ცხოვრება უზრუნველი გვქონდეს”.

 

ანონიმური მილიონერები ახალი სახლის ყიდვას და ახალ ცხოვრებას აპირებენ. მოგებული თანხის ნაწილს კი ბიზნესში დააბანდებენ.

 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ