Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

Top 5 შიდა ჩემპიონატის მიმოხილვა (ვიდეოები)

Top 5 შიდა ჩემპიონატის მიმოხილვა (ვიდეოები)

გასულ შაბათ-კვირას ბევრი საინტერესო მატჩი ვიხილეთ ევროპის ტოპ 5 შიდა ჩემპიონატში. გამოსარჩევი იყო არსენალის ბოლო წამზე მოგება, ნიუკასლის კიპერის, ნიკ პოუპის ხელით თამაში, სიტის ფრე ნოტინგემში, მესის ჯარიმა და 4-3 ლილთან და სხვა თამაშები. 

 

დავიწყოთ პრემიერლიგით. 

 

ჩემპიონატის ლიდერმა, ლონდონის არსენალმა უმძიმეს ბრძოლაში მოიპოვა სამი ქულა. არტეტას გუნდმა ბირმინგემში ასტონ ვილა 2-4 დაამარცხა, თუმცა ბოლო ორი გოლო დამატებულ დროში გაუტანა უნაი ემერის გუნდს. ასე თუ ისე, მეთოფეებმა მაინც მოიგეს თამაში და დაიბრუნეს წინა ტურში დაკარგული პირველი ადგილი. 

 

არსენალი ახლა 2 ქულით წინაა მანჩესტერ სიტიზე, რომელმაც ნოტინგემში ფრედ 1-1 ითამაშა. თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ ლონდონელებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული ქალაქელებზე. 

 

 

 

შონ დაიჩის ევერტონმა უკვე მოერე თამაშის მოგება მოახერხა და ამოვიდა გასავარდნი ზონიდან. ლივერპულელებმა პრინციპულ მატჩში, ასევე გასავარდნ ზონასთნ ახლოს მყოფ ლიდს იუნაიტედთან აიღეს სამი ქულა და ამ გარაჯვებით განაცხადეს, რომ წელს გავარდნას არ აპირებენ. 

 

ლივერპულმა ნიუკასლში 0-2 იმარჯვა. შეიძლება ლივერპულის ფანები პესიმისტურად იყვნენ განყწობილნი, მაგრამ მათთვის, ამ სეზონში, ყველაფერი დასრულებული არ არის. კლოპის გუნდს კვლავ შეუძლია ოთხეულისთვის ბრძოლა. მართალია მეოთხე ადგილოსან ტოტენჰემთან სხვაობა 7 ქულაა, თუმცა ლივერპულს ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და დაუჯერებელი არ იქნება  თუ კლოპის ბიჭები ორივე შეხვედრაში 6 ქულას აიღებენ. აი, მერე კი მხოლოდ ქულაღა იქნება განსხვავება არასტაბილურ ტოტენჰემთან და უგოლო ფრეების მოყვარულ ნიუკასლთან. 

 

 

მანჩესტერ იუნაიტედმა კი მორიგი მატჩი მოიგო დამაჯერებლად საშინაო კედლებში. ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა 3-0 გადაურბინა ბრენდან როჯერსის ლესტერს. მარკუს რაშფორდი საუცხოო ფორმაშია, ჯეიდონ სანჩოც სასწაულ ფორმას კრეფს, მშვენიერია დაცვა და ნახევარდაცვა. წითელი ეშმაკები ნამდვილად საჩემპიონო რბოლაში არიან, რადგან სიტისთან მხოლოდ 3 ქულას აგებენ და არსენალს კი საშინელი კალენდარი ელოდება. 

 

საფრანეთის ჩემპიონატში ნამდვილი ტრილერი ვიხილეთ. პარი სენ-ჟერმენმა 4-3 მოუგო ლილს. პარიზელები პირველივე წუთებზე ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ, თუმცა 69-ე წუთზე უკვე ლილი იგებდა ანგარიშით 2-3. სტუმრებისთვის სამწუხაროდ, მათი ბრძოლისუნარიანობა წყალში ჩაყარა მბაპემ და მესიმ. პარი სენ-ჟერმენის მომაკვდინებელმა დუეტმა ჯერ 87-ე წუთზე გაათანაბრა, ხოლო მატჩის ბოლო წამზე კი არგენტილემა ბრწყინვალე ჯარიმა გაიტანა. 

 

გერმანიის ბუნდესლიგაში კი ნადმვილი საოცრება გვაქვს. ჩემპიონატის მოგება ერთბაშად ექვს გუნდს შეუძლია.

 

რეკორდმაისტერმა მიუნხენგლადბახთან გასვლაზე წააგო ანგარიშით 3-2. უნიონმა კი ბოლოადგილოსან შალკეს ვერ მოუგო სახლში. თუმცა იოლი გამარჯვებები მოიპოვეს დორტმუნდმა, ფრაიბურგმა, ლაიფციგმა და აინტრახტმა. ძალიან საინტერესო ფინიში გველის ბუნდესლიგაში, რადგან მიუნხენის ბაიერნი წელს აშკარად ვერ წყვეტს ვარსკლავებს. 

 

 

სერია A-ში ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი შანსს არავის უტოვებენ და ტურიდან ტურამდე ანადგურებენ მეტოქეებს. ნეაპოლელების მსხვერპლი ამჯერად სასუოლო იყო. ქართველმა სუპერვარსკვლავმა კი სავარაუდოდ იტალიურ კარიერაში საუკეთესო გოლი შეაგდო. 

 

თუმცა ოთხეულისთვის სასტიკი ბრძოლაა გაჩაღებული იტალიაში. ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად იბრძვიან: ინტერი, მილანი, ლაციო, რომა და ატალანტა. სამწუხაროდ და სავარაუდოდ იუვე ვეღარ ჩაერთვება მარათონში. უნდა აღინიშნოს, რომ გასულ ტურში ატალანტას გარდა ყველა ზემოთ ჩამოთვლილმა მოიგო თავისი მატჩი. ცხრილი კი ასე გამოიყურება:

 

ესპანეთის La Liga წელს ცოტა არ იყოს და მოსაწყენია. ჩემპიონობისთვის ალბათ რეალი ვეღარ იბრძოლებს, ხოლო ოთხეულისთვის მადრიდელების გარდა, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ აზრი არ აქვს რომელი გუნდები იბრძოლებენ. ატლეტიკო კი აჩრდილიღაა დარჩენილი. სავარაუდოდ მაინც მოახერხებს სიმეონე ოთხეულში შესვლას, თუმცა გაისად ჩემპიონტა ლიგის ჯგუფში ჩარჩენის ფავორიტები იქნებიან. ზუსტად იგივეს თქმა შეიძლება სოსიედადზე, ბეტისზე, რაიოზე, ბილბაოზე და ვილიარეალზეც. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ისეთი შტაბეჭდილება იქნება, რომ ბარსა და რეალის გარდა ბრძოლისუნარიანი გუნდი აღარ არსებობს ჩემპიონატში. 

 

 

 

რას ფიქრობთ, რომელი გუნდები გახდებიან ტოპ 5 ჩემპიონატის გამარჯვებულები და ვინ დაასრულებს ოთხეულში ასპარეზობას?!

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ