Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

საქართველო ნიდერლანდებთან აშკარა ფავორიტია (კოეფიციენტები)

საქართველო ნიდერლანდებთან აშკარა ფავორიტია (კოეფიციენტები)

დღეს, 22:30 საათზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს ნიდერლანდებში. 

 

ჩვენს გუნდს შანსი აქვს მოხვდეს 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე. ამისთვის ილია ზუროსის ნაკრებმა დღეს უნდა დაამარცხოს ნიდერლანდები სტუმრად და შემდეგ თბილისში, 26 თებერვალს უნდა მოუგოს ისლანდიას. ყველას დიდი იმედი გვაქვს, რომ თოკო შენგელია, გიო შერმადინი და ბიჭები დაამარცხებენ მეტოქეებს და საქართველოს დიდ ფორუმზე წარადგენენ.

 

დღვანდელ დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრები უპირობო ფავორიტია, ბუკმეიკერები ჩვენს მოგებას 1.18 კოეფიციენტით აფასებენ. 

 

საქართველო ნიდერლანდებთან მატჩამდე L ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს. სატურნირო ცხრილი კი ასე გამოიყურება

 

ხედავთ, რომ ნიდერლანდებს მოგება არაფერში სჭირდებათ და ამიტომ კარგი იქნება თუ ჩვენი ნაკრები სუსტ გუნდთან ძალების დაზოგვით გაიმარჯვებს. 26 თებერვალს უფრო მნიშვნელოვანი მატჩი გველის! 

 

წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს ნაკრებს და ერთად ვუგულშემატკივროთ! 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ