Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ხვიჩა კვარაცხელიას ლეჩესთან გოლს მაღალი კოეფიციენტი მიანიჭეს

ხვიჩა კვარაცხელიას ლეჩესთან გოლს მაღალი კოეფიციენტი მიანიჭეს

დღეს, 21:00 საათზე ნაპოლი ლეჩეს ესტუმრება. ერთი შეხედვით ნეაპოლელებს უკვე გადაწყვეტილი აქვთ სკუდეტოს ბედი, თუმცა მოდუნება ჯერ კიდევ არ შეუძლიათ. თავის მხრივ ლეჩეს ქულები სჭირდება, რადგან გასავარდნ ზონასთან 8 ქულა აშორებთ. 

 

სპალეტის გუნდს ვერ დაეხმარება ნიგერიელი ფორვარდი, ვიქტორ ოსიმენი, თუმცა პარტენოპეისგან მაინც გოლებს და მოგებას ველოდებით. ლეჩეს ბოლო ხუთი თამაში ისე აქვს წაგებული, რომ გოლიც კი არ აქვს გატანილი, მარკო ბარონის გუნდი საშინელ ფორმაშია. 

 

აღსანიშნავია ისიც, რომ ლეჩეს 28 ტურში მხოლოდ 33 გოლი აქვს გაშვებული, რაც მე-16-ე ადგილის გუნდისთვის შესანიშნავი შედეგია. მაგალითად, მარკო ბარონის გუნდმა უფრო ნაკლები ბურთი მიიღო საკუთარ კარში ვიდრე მილანმა. ლეჩე დაცვითი შედეგით 20 გუნდში მე-8 საუკეთესოა. 

 

ნაპოლის ყურადღება ჩემპიონთა ლიგაზე აქვს გადატანილი. სპალეტის გუნდი ოთხშაბათს მილანში გამართავს პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრას. დიდი შანსია პარტენოპეიმ თავი არ მოიკლას ლეჩესთან და ძალები როსონერისთან შემოინახოს. ყველას კარგად გვახსოვს სერია A-ს ბოლო ტურის 0-4. 

 

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ქართველი ლეგიონერის გოლს ლეჩეს კარში ბუკმეიკერები 2.50 კოეფიციენტით აფასებენ. 

 

კვარაცხელიას პოზიციები:

 

  • გაიტანს გოლს - 2.50
  • გააკეთებს ასისტს - 2.60
  • გაიტანს გოლს ან გააკეთებს ასისტს - 1.55
  • გაიტანს 2 ან მეტ გოლს - 2.00
  • გაიტანს 3 ან მეტ გოლს - 50.00

 

მოკლედ, დღეს საღამოს 9 საათზე კარგ ფეხბურთს ველოდებით. იმედი გვაქვს, რომ ნაპოლი გაიმარჯვებს, დადებითი მუხტით შეხვდება მილანთან გასამართ მეოთხედფინალს და კვარაცხელიაც გამოიჩენს თავს. წარმატებები! 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ