Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ქართული კლუბები ევროთასებზე კვლავ აუთსაიდერებად მიიჩნევიან

ქართული კლუბები ევროთასებზე კვლავ აუთსაიდერებად მიიჩნევიან

ხუთშაბათს, ქუთაისის ტორპედო და გორის დილა ევროპა კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის მატჩებს გამართავენ. 

 

ქართველი გულშემატკივრები იმედს მაინც არ ვკარგავთ და ბოლომდე ვქომაგობთ ჩვენს კლუბებს, მიუხედავად დინამო თბილისის მარცხისა. მოგეხსენებათ, თბილისელებმა მალტაში ცუდი ფეხბურთი ითამაშეს და 1:2 დათმეს შეხვედრა.

 

ტორპედომ პირველ რაუნდში სარაევო გააგდეს. ორივე მატჩი დრამატული აღმოჩნდა და აღსანიშნავია ქუთაისელების ბრძოლისუნარიანობა. იმერლებმა ჯერ ბოლო წუთზე გაათანაბრეს სტუმრად ანგარიში, ხოლო შემდეგ პენალტების სერიაში დაამარცხეს ბოსნიელები, რაც ქართული ფეხბურთისთვის უდიდესი გამოწვევაა. 

 

ქუთაისის ტორპედო 27 აგვისტოს, 21:00 საათზე ყაზახურ აქტობეს უმასპინძლებს შენგელიაზე. აქაც იმედი გვაქვს, რომ დაირღვევა ქართულ-ყაზახური უსიამოვნო დაპირისპირება და ბოლოს და ბოლოს დავძლევთ მათი კლუბების ბარიერს. 

 

თუმცა ბუკმეიკერები ჩვენს შანსებს ასე აფასებენ:

 

  • მოიგებს ტორპედო - 3.25
  • ფრე - 2.95
  • მოიგებს აქტობე - 2.20

 

დილამ პირველ რაუნდში სლოვაკური დუნ. სტრედა, ასევე დაძაბულ ბრძოლაში, გამოაგდო. მიუხედავად იმისა, რომ გორელებს სტუმრად 2:1 ჰქონდათ წაგებული, დემჩენკოს გუნდმა იმდენი მოახერხა, რომ თენგის ბურჯანაძის სტადიონზე მეტოქე 2:0 დაამარცხა და მეორე რაუნდში გავიდა. 

 

გორის დილა 27 აგვისტოს, 21:30 წუთზე გამართავს თავის მატჩს უკრაინულ ვორსკლასთან და ბუკმეიკერების აზრით, აქაც აუთსაიდერებად მივიჩნევით.

 

  • მოიგებს ვორსკლა - 1.80
  • ფრე - 3.40
  • მოიგებს გორის დილა - 4.10

 

ორივე მატჩი ძალიან დაძაბული იქნება. იმედი გვაქვს, რომ ქართული გუნდები ბოლომდე დაიხარჯებიან და სასურველ შედეგსაც მიიღებენ. ვუსურვოთ წარმატებები! 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ