Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ქართული გუნდები კონფერენს ლიგის შემდეგი ეტაპისთვის იბრძოლებენ

ქართული გუნდები კონფერენს ლიგის შემდეგი ეტაპისთვის იბრძოლებენ

დღეს კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის განმეორებითი მატჩები ჩატარდება. თბილისის დინამო ჰამრუნს უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება. 

 

თბილისელები მალტაში 2:1 დამარცხდნენ, თუმცა შემდგომ ეტაპზე გასვლის რეალურ შანსს იტოვებენ. 

 

დინამო არენაზე ჰამრუნს აუცილებლად უნდა მოვუგოთ, თუმცა ბუკმეიკერები მაინცდამაინც დიდ შანსს არ გვაძლევენ.

 

მესამე რაუნდში გავა:

 

  • დინამო - 1.67
  • ჰამრუნი - 2.00

 

გორის დილა უკრაინულ ვორსკლას უმასპინძლებს. გორელებმა პირველი შეხვედრა ასევე 2:1 დათმეს. მართალია ვორსკლა სიძლიერით აღემატება დილას, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს კონფერენს ლიგის პირველი ეტაპის შედეგი, როდესაც დემჩენკოს გუნდმა ბრძოლისუნაირანობა გამოავლინა და გმირულად გავიდა მეორე რაუნდში. დღევანდელი შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება. 

 

მესამე რაუნდში გავა

 

  • გორის დილა - 3.00
  • ვორსკლა - 1.30

 

მესამე ქართული კლუბი, რომელიც დღეს ასპარეზობს, ქუთაისის ტორპედოა, რომელმაც შენგელიას სტადიონზე 1:4 წააგო აკტობესთან. უნდა ვაღიაროთ, რომ ქუთაისელები უშანსოდ არიან. ტორპედოს შემდგომ ეტაპზე გასვლას 40 კოეფიციენტით აფასებენ. 

 

ქართველ გულშემატკივარს მეტი არ დაგვრჩენია, რომ ბოლომდე ვუქომაგოთ ჩვენს კლუბებს და წარმატებები ვუსურვოთ.

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ