ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ფსონი, რაც შეიძლება გააკეთოს კაცმა, რომის პაპის გამოცნობაა. ცნობილი ტოტალიზატორი Peddy Power გვთავაზობს პოზიციას, ვინ გახდება შემდეგი რომის პაპი.
ფავორიტებში არიან, ფილიპინელი კარდინალი ლუის ანტონიო და კანადელი კარდინალი მარკ უილეტი. ყველაზე ნაკლები კოეფიციენტი და ყველაზე მეტი შანსი ამ ადამიანებს მიანიჭეს.
ახალ პაპს ირჩევენ კარდინალები მაშინ, როცა მოქმედი პაპი გარდაიცვლება ან გადადგება. ისინი იკრიბებიან ვატიკანში და რამდენიმე კვირა მსჯელობენ დახურულ ოთახში, საიდანაც არანაირი ინფორმაცია არ ჟონავს. ამიტომ, ბუკმეიკერებისთვის ძნელია გამოიცნონ ვის ექნება უპირატესობა.
Peddy Power-მა, ხუმრობით, სიაში შეიყვანა ათეისტი რიჩარდ დოუკინსი, რომელსაც 376 კოეფიციენტი მიანიჭეს. ასევე, U2-ს მომღერალი ბონო - 501 კოეფიციენტით.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ