Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

მაიკლ ჯორდანის და ჯერემი როენიკის სახალისო ფსონი

მაიკლ ჯორდანის და ჯერემი როენიკის სახალისო ფსონი

ჩიკაგო Blackhawks-ის ყოფილი მოთამაშე და მაიკლის მეგობარი ჯერემი როენიკი იხსენებს სახალისო ისტორიას:

 

“ერთხელ, მაიკლი მირეკავს და მთავაზობს გოლფის თამაშს, რაზეც დავთანხმდი. იმ დღეს, ჰოკეის თამაში არ გვქონდა. ჯორდანის Bulls-ი კი საღამოს კლივლენდს ეთამაშებოდა, მაგრამ მაიკლს გოლფი ისე უყვარდა, უარი ვერ ვუთხარი და ერთმანეთს სანსეტ რიჯში შევხვდით”.

 

“მაიკლი დილიდან ლუდს სვამდა, მიუხედავად საღამოს თამაშისა. როცა გოლფის ერთ ხელს მოვრჩით, ვკითხე ხომ არ ეჩქარებოდა, რაზეც მიპასუხა რომ, კიდევ ვითამაშოთო. გოლფსაც თამაშობდა და ლუდსაც ბოთლს-ბოთლზე სვამდა.”

 

“გოლფში მასთან რამდენიმე ათასი დოლარი წავაგე და ნასვამ მაიკლს ვუთხარი, რომ დღეს კლივლენდის სასარგებლოდ დავდებდი ფსონს, და თანხას ამოვიღებდი, რაზეც მიპასუხა: ‘დღეს აუცილებლად მოვუგებთ კლივლენდს მინიმუმ 20 ქულით და მე 40 ქულას ჩავაგდებ’. გამეცინა და მთვრალ მაიკლს სანაძლეო დავუდე, რომ კლივლენდი მოუგებდა ჩიკაგო ბულსს.”

 

იმ საღამოს ჩიკაგომ 26 ქულით მოიგო, მაიკლ ჯორდანმა კი - 52 ქულა ჩააგდო. 

 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ