Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

2000-იანების NBA-ს საუკეთესო ხუთეული

2000-იანების NBA-ს საუკეთესო ხუთეული

ნახეთ ჩვენი გემოვნებით შედგენილი წინა ორი ათწლეულის საუკეთესო NBA-ს ხუთეულები. გვითხარით, რას შეცვლიდით.

 

2000-იანების სასტარტო ხუთეული:

 

1 ნომერზე - ალენ აივერსონი

აივერსონი ყოველთვის გამორჩეული მოთამაშე იყო. მისი ჰიპ-ჰოპ სტილი, ნაწნავები, სლივები რევოლუციური იყო ლიგაში. მან სამუდამოდ შეცვალა კალათბურთი.

 

კარიერაში, რეგულარულ სეზონში 914 მატჩი აქვს ჩატარებული ალენს, სადაც საშუალოდ 26,7 ქულას აგდებდა. ამ შედეგით ყველა დროის სიაში მეშვიდე ადგილზეა. 


 

2 ნომერი - კობი ბრაიანტი

კობი ამ პოზიციაზე დვილად ასარჩევია. ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე NBA-ს ისტორიაში. საუკეთესო ლეიკერი ლოს ანჯელესის ისტორიაში. 5 საჩემპიონო ბეჭედი, 2-ჯერ ფინალების MVP, 1 რეგულარული სეზონის MVP, 18 გზის ოლსტარი და ა.შ



 

3 ნომერზე - ლებრონ ჯეიმსი

შეიძლებოდა მაკგრეიდის ან კარტერის ჩასმა თავისუფლად. ლებრონი 2003 წლიდან არის ლიგაში და 2000-იანებში ისეთი დომინანტი ვერ იყო, როგორც 2010-იანებში, მაგრამ მაინც უფრო მეფე იმსახურებს სასტარტო ხუთეულში ყოფნას. 



 

4 ნომერზე - კევინ გარნეტი

ტიმ დანკანთან დიდი ბოდიში, ეს უბრალოდ სუბიექტური არჩევანია. კი, დანკანს უფრო მეტი ბეჭედი აქვს ვიდრე გარნეტს, მაგრამ კევინი კარიერის პიკში მარტო ათრევდა უცუდეს მინესოტას გუნდს. 

 

2003-04 NBA-ს სეზონში გარნეტმა დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე გაიყვანა “ტიმბერვულვზი”. იმ წელს, მინესოტამ, ასევე, კონფერენციის ფინალი ითამაშა კობის, შაკის, პეიტონის და მელოუნის ლეიკერსის წინააღმდეგ, სადაც დაძაბულ სერიებში, 6 შეხვედრაში დამარცხდა.

 

იმ სეზონში კევინის მონაგარი იყო: 24,2 ქულა, 13,9 მოხსნა, 5 პასი, 1,5 ჩაჭრა, 2,2 ბლოკი.



 

5 ნომერზე - შაკილ ო’ნილი

ისევე როგორც კობი, შაკიც უკონკურენტოა ამ პოზიციაზე. მარტივი გადაწყვეტილებაა გუნდში მისი შეყვანა.

 

2000-იანების სასტარტო ხუთეული:

 

ალენ აივეროსონი

კობი ბრაიანტი

ლებრონ ჯეიმსი

კევინ გარნეტი

შაკილ ო’ნილი

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ