Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

მოლი ბლუმი: ტობი მაგუაიერი ფულის გამო შეურაცხყოფას მაყენებდა

მოლი ბლუმი: ტობი მაგუაიერი ფულის გამო შეურაცხყოფას მაყენებდა

მოლი ბლუმი მიწისქვეშა თამაშების მასპინძელია. ბლუმთან ოთახში მხოლოდ დიდ თანხებს ჩამოდიოდნენ. 

 

მოლისთან პოკერის თამაში მხოლოდ ექსკლუზიურ სტუმრებს შეეძლოთ. ბლუმის საქმე წარმატებით მიდიოდა, ერთ ღამეში 50,000 დოლარს იღებდა მხოლოდ თამაშის ორგანიზებაში. თუმცა, 2013 წელს ბიზნესი ჩაეშალა, როდესაც ნიუ იორკში ფედერალურმა ბიურომ გამოიძია არალეგალური პოკერის საქმე.

 

მიწისქვეშა თამაშების ორგანიზატორს არ მოერიდა თავის წიგნში ეხსენებინა ცნობილი ადამიანების სახელები, ვინც მისი ხშირი სტუმარი იყო. მოლის წიგნში ნახსენებია ჰოლივუდის ვარსკვლავები: ლეონარდო დიკაპრიო, ბენ აფლეკი, ტობი მაგუაიერი და სხვები.

 

ბლუმი ბენ აფლეკზე ამბობს, რომ ის ყველა მოთამაშესთან თავაზიანად იქცეოდა. ყველასთვის გასაკვირად, ჩვენი ბავშვობის გმირი, ადამიანი-ობობა, ტობი მაგუაიერი უხეშობით გამოირჩეოდა. ტობი ვერ იტანდა წაგებას და ნებისმიერს აყენებდა შეურაცხყოფას ვინც მას ფულს უგებდა, განსაკუთრებით კი მოლი ყავდა ამოჩემებული, რომელიც უკანონო თამაშის ორგანიზებაში დიდ თანხას იღებდა. 

 

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ