Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

13 წლის ლუის ჰამილტონზე დადებული ფსონი

13 წლის ლუის ჰამილტონზე დადებული ფსონი

1998 წელს, რიჩარდ ჰოპკინსის 13 წლის შვილს კარტინგებში ჰქონდა შეჯიბრი. ბავშვთა ასაკობრივი რბოლის დროს რიჩარდმა აღმოაჩინა ერთი მოზარდი, რომელიც განსაკუთრებით ოსტატურად მართავდა მანქანას და მასში უდიდესი პოტენციალი დაინახა. 

 

ეს ბავშვი ლუის ჰამილტონი იყო. 

 

იმავე დღეს, ჰოპკინსმა Ladbrokes-ში 200 ფუნტი დადო, რომ 13 წლის ნიჭიერი ბიჭი, (ლუის ჰამილტონი) 23 წლამდე მოიგებდა ფორმულა ერთის რეისს. ამ ფსონზე ტოტალიზატორმა 201 კოეფიციენტი მისცა.

 

რიჩარდმა გააკეთა მეორე 100 ფუნტიანი ბილეთიც, სადაც დაწერა, რომ ჰამილტონი 25 წლამდე ფორმულა ერთში მსოფლიო ჩემპიონი გახდებოდა. Ladbrokes-მა 501 კოეფიციენტი მიანიჭა.

 

მესამე ბილეთში 50 ფუნტი დადო, რომ ლუისი, როგორც ფორმულა ერთის რეისს მოიგებდა 23 წლამდე, ასევე, 25 წლამდე გახდებოდა მსოფლიო ჩემპიონი, რაც 1501 კოეფიციენტით შეფასდა. 

 

ლუის ჰამილტონმა პირველი რეისი 22 წლის ასაკში მოიგო, 23 წლისამ კი მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა. რიჩარდ ჰოპკინსმა კი 165,000 ფუნტი გაამწვანა. 

 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ