მთელი მსოფლიო კალათბურთის ლეგენდის, კობი ბრაიანტის გარდაცვალებას გლოვობს. 4 დღის წინანდელი ტრაგედიის შემდეგ უამრავი ისტორია მოვისმინეთ შავ მამბაზე. გთავაზობთ ერთ-ერთ საინტერესო ისტორიას.
კობიმ 20 წელი ითამაშა ლეიკერსში და ამ ხნის მანძილზე ბევრი გუნდელიც გამოიცვალა. 2009 წელს, ლოს ანჯელესის გუნდმა, ლას ვეგასის საზაფხულო ლიგაში გამოსაცდელად, ახალგაზრდა ტონი გაფნი აიყვანა.
ბრაიანტი ახალბედებს ეხმარებოდა. გაფნის აიძულებდა ერთ-ერთზე ეთამაშათ და უდიდეს გამოცდილებას უზიარებდა.
ლას ვეგასში ყოფნისას ტონი გაფნი იხსენებს:
“როდესაც ვეგასის ერთ-ერთ კაზინოში მოვრჩი თამაშს, ცნობისმოყვარეობამ მძლია და High-Stakes Room-ში შევიხედე, სადაც დავინახე მოთამაშე კობი ბრაიანტი. ჩემი ფინანსები ვერ აკმაყოფილებდა ამ მაგიდაზე თამაშის წესებს, ამიტომ მხოლოდ ყურებას დავკმაყოფილდი. ამ დროს დამინახა კობიმ და მკითხა: აქ რას აკეთებ, ახალწვეულო? პასუხის გაცემა არ დამაცადა ისე დააგდო მაგიდაზე 10,000 დოლარი და დილერს უთხრა, ეს ბიჭიც ჩვენთან ერთად თამაშობსო”.
ტონი გაფნი ბოსტონელია და ბრაიანტი მას ხუმრობით “გამყიდველს” ეძახდა.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ