ჯოზეფ ჯაგერი ინგლისელი ინჟინერია, რომელმაც 1870 წელს 6 კაცი დაიქირავა და გაგზავნა მონტე კარლოში რულეტკის შედეგების შესაგროვებლად.
ეს ადამიანები, დგებოდნენ თითოეულ მაგიდასთან და იწერდნენ ყველა შედეგს.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჯაგერმა შედეგები გააანალიზა და აღმოაჩინა ერთი მაგიდა, სადაც რამდენიმე ციფრი სტატისტიკურად ყველაზე მეტჯერ მეორდებოდა ბორბალზე.
1901 წელს საფუძვლიანად მომზადებული ჯაგერი თავად ჩავიდა მონტე კარლოში და რულეტკაზე მოიგო იმ დროისათვის რეკორდული თანხა - 120 000 ფუნტი სტერლინგი, რაც დღევანდელი საზომებით 12 მილიონი ფუნტს უდრის.
როგორც კაზინოს ჩანაწერებშია მოხსენიებული, ჯაგერს მეტის მოგებაც შეეძლო, მაგრამ კაზინოს მეპატრონეები მიხვდნენ რაშიც იყო საქმე, რულეტკის ბორბალი მოხსნეს და ღერძზე რამდენიმე გრადუსით შებრუნებული დაამაგრეს, შესაბამისად ჯაგერის გამოთვლები უკვე გამოუსადეგარი გახდა.
ჯოზეფ ჯაგერი
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ