Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

8 საუკეთესო რჩევა კაზინო თამაშებში

8 საუკეთესო რჩევა კაზინო თამაშებში

ხშირად, მოთამაშეები სათანადოდ მომზადებულები არ არიან და ისე მიდიან კაზინოში თანხის მოსაგებად.

 

სათანადოდ მომზადებაში ვგულისხმობთ ცოდნას, გამოცდილებას, სტრატეგიას და სხვადასხვა ხერხებს, რაც მოგების შანსს ზრდის.

 

ნახე ჩვენი რჩევები, რომელებიც ადრე თუ გვიან გამოგადგებათ.

 

#1. თუ თამაშობთ ბლეკჯექს.

 

ბლექჯეკი კაზინო თამაშების იმ კატეგორიას განეკუთვნება, სადაც ცოდნა, ლოგიკა და უნარ-ჩვევები დაგეხმარებათ. 

 

ბლექჯეკში არსებობს სტრატეგიები: ერთდასტიანი სტრატეგია - რბილი 17 და მაგარი 17; ორდასტიანი სტრატეგია - რბილი 17 და მაგარი 17, ოთხდასტიანი სტრატეგია - რბილი 17 და მაგარი 17; Switch; მრავალდასტიანი სტრატეგია, ბანქოს დათვლა და სხვა.

 

ბლექჯეში თანხის მოსაგებად აუცილებლად დაგეხმარებათ ცოდნა და გამოცდილება. შეგიძლიათ ივარჯიშოთ უფასო დემო ვერსიებზე.


 

#2. რომელი საათია?

 

ყოფილხართ კაზინოში? შეგიმჩნევიათ კედელზე დაკიდებული საათი? უმეტეს კაზინოში კედელზე დაკიდებულ საათს ვერ ნახავთ, რადგან სამორინეებს არ სურთ, იცოდეთ რომელი საათია, სახლში ხომ არ გაგვიანდებათ, ან ლექციაზე ან სადმე სხვაგან.

 

კი, ბევრს გვაქვს მაჯის საათი, მაგრამ ისეთი ფუნქციადაკარგულია, ხალხი დროის გასაგებად მაინც ტელეფონს უყურებს. კაზინოში კი ვის ახსოვს ტელეფონი?

 

კაზინოში ვერც ფანჯარას ნახავთ, რომ გაიგოთ დღეა თუ ღამე. 

 

აუცილებლად უნდა აკონტროლოთ დრო და ფინანსები.


 

#3. არ დალიოთ ალკოჰოლი

 

როდესაც კაზინოში რულეტკის თამაშის დროს უფასო ალკოჰოლს გთავაზობენ, ისე დააიგნორეთ მიმტანი, როგორც პორნოში მამაკაც მსახიობს აიგნორებთ.

 

მთვრალ ადამიანს ავიწყდება აკრძალვები, სტრატეგიები და ჩამოდის უაზრო ფსონებს.

 

#4. სლოტებს ცოდნა არ სჭირდებაო, ამბობენ

 

ყველა მოთამაშე გეტყვით, რომ სლოტები მხოლოდ იღბალზეა დამოკიდებული და არანაირი ცოდნა და ორი დიპლომი არ სჭირდება. 

 

მაგრამ მაინც არსებობს ხერხი, რაც მოგების შანს ზრდის:

 

აარჩიეთ სლოტი RTP-ს მიხედვით

 

მაგალითად: თუ სლოტს აქვს 97%-იანი RTP, იგი აუცილებლად დააბრუნებს 97 ლარს, ყოველი 100 ლარის შესვლისას დროის გარკვეულ მონაკვეთში. ყოველ შესულ ერთ ლარზე, სლოტი გასაცემი მოგების სახით, მოთამაშეებზე აბრუნებს 97 თეთრს. დანარჩენი 3% ნაწილდება პროვაიდერსა და ონლაინკაზინოზე.

 

ერთ-ერთი გამართლებული სტრატეგია:

 

ყოველთვის დადეთ ფსონის მაქსიმუმი. თითქმის ნებისმიერი სლოტი გაძლევთ საშუალებას, აირჩიოთ, თუ რა რაოდენობის ფსონის გაკეთება გსურთ. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ, თუ რამდენთეთრიანი იყოს ერთი ხაზის ღირებულება. საუბარია დენომინაციაზე - როდესაც თამაშს აყენებ - 0.01, 0.05, 0.1 თეთრიან და უფრო მაღალ ნომინალებზე. ამ შემთხვევაში, თუ კი თამაშში ბალანსის შენარჩუნება გსურთ, ნებისმიერი არჩეული დენომინაციის შემთხვევაში, ძირითადად ეთამაშეთ ის მაქსიმუმი რის საშუალებასაც სლოტი გაძლევთ - 1 თეთრიანზე - 1 ლარიანი მაგალითად.


 

#5. მიიღეთ უფასო სპინები, ფრიბეთები

 

ონლაინ კაზინოებში დიდი კონკურენციაა და ამიტომ მომხმარებლების მოსაზიდათ უამრავ პრომოებს, აქციებს, ფრისპინებს და ფრიბეთებს გვთავაზობენ.

 

რჩევაა, რომ უბრალოდ შევირგოთ ნაჩუქარი. 


 

#6. ამოირჩიეთ სუსტი დილერი

 

ძალიან ბევრი კაზინო არსებობს და არ დაიჯეროთ მითი, რომ ყველგან პროფესიონალი დილერები სხედან. 

 

დააკვირდით ბანქოს დამრიგებელს. გამოცდილი მოთამაშე აუცილებლად უპოვის სუსტ ადგილს.


 

#7. ისწავლეთ უფასოდ

 

ინტერნეტში უამრავი უფასო პოკერი, ბლეჯეკი და სხვა სამაგიდო თამაშებია, რომლებსაც ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. ამიტომ, სანამ რეალურ თანხაზე დაიწყებთ თამაშს, უმჯობესია უფასოდ ივარჯიშოთ. 


 

#8. არ ითამაშოთ თანხის ამოღებაზე

 

აუცილებლად შეადგინეთ ბიუჯეტი. თუ ხვდებით, რომ თამაში არ მიგდით, მინუსში ხართ გასული და დათქმულ თანხას ცოტათი გადააჭარბეთ შეწყვიტეთ თამაში.


 

დღეისთვის სულ ეს იყო. იმედია, ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ!

 

გისურვებთ წარმატებებს!

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ