Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

გულისამაჩუყებელი სიუჟეტი ლეგენდარულ თბილისის დინამოზე (ვიდეო)

გულისამაჩუყებელი სიუჟეტი ლეგენდარულ თბილისის დინამოზე (ვიდეო)

39 წლის წინ, ამ დღეს თბილისის დინამო უეფას თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალში გავიდა, სადაც ფეიენოორდს უნდა შეხვედროდა. 

 

გავიხსენოთ 1981 წლის დინამოს სეზონი ევროთასზე.

 

უეფას თასების მფლობელთა თასის პირველ რაუნდში თბილისელებმა ბერძნული კასტორიას ბარიერი იოლად გადალახეს შენგელიასა და გუცაევის გოლებით და ორი მატჩის ჯამში 2-0 იმარჯვეს.

 

მეორე რაუნდში ირლანდიური ვოტერფორდი გაანადგურეს 1-0, 4-0. ერთადერთი გოლი გასვლაზე შენგელიამ შეაგდო. ხოლო თბილისში ორი გოლი დარასელიამ გაიტანა და თითო ჩივაძემ და ჭილაიამ დააამატა.

 

აღსანიშნავია, რომ დინამოელებს პირველ ორ დაპირისპირებაში გოლი არ გაუშვიათ.

 

მეოთხედ ფინალში თბილისის დინამომ ვესტ ჰემ იუნაიტედი ლონდონში, ბოლეინ გრაუნდზე 4-1 შეარცხვინა და განმეორებით მატჩს აზრი დაუკარგა.

 

 


 

ნახევარ ფინალში დინამოზე ფეიენოორდი მივიღეთ და 3-0 გავანადგურეთ, სადაც ორი გოლი სულაქველიძემ და ერთიც გუცაევმა შეაგდო.

 

ვიდეო:

 

განმეორებითი მატჩი ჰოლანდიაში 2-0 წავაგეთ ან როგორც უფროსი თაობა იტყოდა წაგვაგებინეს, თუმცა ორი მატჩის ჯამში მაინც ჩვენ გავედით ფინალში.


 

ფინალში გერმანული კარლ ცაისი 2-1 დავამარცხეთ და მთელ ქვეყანაში დღესასწაული დაიწყო…


 

ეს კი პატარა სიუჟეტი, რომელიც ლეგენდარულ თბილისის დინამოს გულშემატკივრებს ძველ დროში დააბრუნებს. 

 

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ