შვედეთში, სტოკჰოლმში დაარსებული საერთაშორისო კომპანია დღეს უკვე ლატვიაში, ამერიკაში, კანადაში, მალტასა და სხვა ქვეყნებში ფუნქციონირებს.
Evolution Gaming-ი საქართველოში 2018 წელს გაიხსნა, სადაც 1500 ადამიანია დასაქმებული.
კომპანიის საქმიანობა ლაივ კაზინოა, სადაც, დისტანციურად, ნებისმიერი მოწყობილობით შეგიძლიათ ითამაშოთ რულეტკა, ბლექჯეკი, პოკერი და სხვა კაზინო თამაშები.
გუშინ, ევოლუშენ გეიმინგი, ქვეყანაში კაზინოების დროებით დახურვიდან ერთ კვირაში, იძულებით დახურეს. საქმე იმაშია, რომ ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა.
ლაივ კაზინოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დაწესებულება მთავრობის გაფრთხილებების მიუხედავად მაინც აგრძელებდა მუშაობას.
კომპანიის წარმომადგენლის ინტერვიუ კორონავირუსიან თანამშრომელზე მთავარ არხთან:
“მოვიდა თვითონ მაღალი ტემპერატურით, თანამშრომელს გაუზომეს სიცხე, თერმომეტრმა მაღალი ტეპერატურა აჩვენა, გამოიძახეს სასწრაფო და გაუშვეს. ბოლნისიდან იყო. ჩვენი უფროსი ესტონეთიდან არის, რომელიც ძალიან ყურადღებიანია და მისი ბრალი არ არის თუ ვინმემ თავისი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა არ შეასრულა და მოვიდა სიცხიანი.”
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ